„დადგა დრო საკუთარი ფულის ნიშნის აუცილებლობის შესახებ...“, - კონსტანტინე კანდელაკი.
105 წლის წინ, 1919 წლის 11 ივლისს, მიმოქცევაში გავიდა პირველი ეროვნული ფულის ერთეული #ქართულიბონი, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი იყო.
ესკიზები მხატვრებმა - იოსებ შარლემანმა, ჰენრიხ ჰრინევსკიმ და დიმიტრი შევარდნაძემ შეიმუშავეს. თითოეულ მათგანზე გამოსახულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი და ინიციალები "სდრ".
ქართული ბონები 1919 - 1921 წლებში მიმოიქცეოდა და დროებითი გადახდის საშუალებას წარმოადგენდა.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა