დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
100%-ით ბიოდეგრადირებად ,,კრაფტ" კოლოფებზე გადავდივართ, რომლიც არ აბინძურებს გარემოს - „ტენე“

100%-ით ბიოდეგრადირებად ,,კრაფტ" კოლოფებზე გადავდივართ, რომლიც არ აბინძურებს გარემოს - „ტენე“

28-11-2023 12:17:20

,,ტენეს" პროდუქცია ახალი შეფუთვით იყიდება და 100%-ით ბიოდეგრადირებადია 

,,ტენეს" ახალი შეფუთვა 100-ით ბიოდეგრადირებადია. აღნიშნულის შესახებ კომპანიამ ინფორმაცია სულ ცოტა ხნის წინ გაავრცელა და განაცხადა, რომ გადავიდა ე.წ. ,,კრაფტ" კოლოფებზე, რომელიც არ აბინძურებს გარემოს.

როგორც Business Insider Gerogia- თან ,,ტენეს" მარკეტინგის ხელმძღვანელი ბექა ონიანი აცხადებს, ასეთი გადაწყვეტილებით ,,ტენე“ ხაზს უსვამს გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობას და მოქალაქეებს მოუწოდებს საფრთხეების პრევენციისკენ, რაშიც ყველა ადამიანის წვლილი მნიშვნელოვანია.

„გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი პროდუქცია მეტად ეკომეგობრული გაგვეხადა, ამიტომ გარდა პლასტმასის წინააღმდეგ ბრძოლისა, ჩვენი შეფუთვაც შევცვალეთ და გადავედით ე.წ. "კრაფტ" კოლოფებზე, რომელიც გამოირჩევა იმით, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაა და არ აბინძურებს გარემოს.

ამით მომხმარებლებს, მთელ საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ ერთად ვიზრუნოთ გარემოზე.  ვინაიდან პლასტმასით და ელექტრონული ნარჩენით გარემოს დაბინძურება კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება, ამიტომ მნიშვნელოვანია შევამციროთ მათი მოხმარება, ვაჩუქოთ მეორე სიცოცხლე და გადავამუშაოთ", - აცხადებს ბექა ონიანი.

მისი თქმით, ,,ტენე" თავისი საქმიანობით უწყობს ხელს, რომ პლასტმასა და სხვა მძიმე საყოფაცხოვრებო ნარჩენი ნაგავსაყრელზე არ მოხვდეს.

„საქართველოში ყოველწლიურად ათასობით ტონა პლასტმასა იმარხება ნიადაგში, რაც დაუშვებელია. ჩვენ უარს ვამბობთ მავნე ჩვევაზე, ვქმნით პრევენციის მაგალითებს და ნარჩენს ახალ სიცოცხლეს ვძენთ, რაც საბოლოდ გვეხმარება, რომ შევამციროთ ერთჯერადი პლასტმასას გადაჭარბებული მოხმარება და ჩავაბაროთ იგი გადამუშავების მიზნით. გარდა შეფუთვისა, ჩვენი ეკომეგობრულობა ჩანს ყველა დეტალში, წარმოებაშიც ეს მეთოდი დავნერგეთ, ,,ტენეს“ USB სატენის დამზადებისას გამოყენებულია ერთჯერადი მოხმარების მეორადი პლასტმასა. მინიმუმამდე ვამცირებთ ისეთი მასალების გამოყენებას, რაც საფრთხეა გარემოსთვის,  გვინდა, ეს პრეცედენტი მაგალითად იქცეს სხვა კომპანიებისთვისაც“, - აცხადებს ბექა ონიანი.

ამდენად, როგორც ,,ტენეს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი აცხადებს, ნარჩენის შეგროვება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მას აქვს გლობალური პოტენციალი. ნარჩენები საქართველოსთვის, როგორც დანარჩენი მსოფლიოსთვის, ნამდვილად დიდი პრობლემაა.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები