დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
1-ელი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება იზრდება - 232 000-მდე ბავშვი ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს

1-ელი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება იზრდება - 232 000-მდე ბავშვი ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს

19-06-2023 15:34:25

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს  მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე", რომლის საფუძველზეც 2023 წლის 1-ელი ივლისიდან  გაიზრდება ბავშვის ბენეფიტის ოდენობა 150 ლარიდან 200 ლარამდე თითოეულ 16 წლამდე ასაკის ბავშვზე.

აღნიშნული ცვლილება შეეხება დაახლოებით 233 000 ბავშვს. პროგრამის ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ ლარამდეა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები