დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით jobs.ge-ზე 44,936 ვაკანსია გამოქვეყნდა - PMCG

ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით jobs.ge-ზე 44,936 ვაკანსია გამოქვეყნდა - PMCG

21-12-2023 12:22:00

2023 წელს, ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით, 44,936 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამის შესახებ PMCG-ის მიერ მომზადებულ „დასაქმების თრექერშია“ აღნიშნული. 
ირკვევა, რომ 2023 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 9.7%-ით ნაკლებია 2023 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.

2023 წელს, ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიურმა ზრდამ 3.8% შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 23.9 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

„2023 წელს, ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით, 8,185 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 19.4%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 63.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2023 წელს, ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით, 11,778 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.4%-ით ნაკლები, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 37.5%- ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2023 წელს, ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით, 10,560 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.5%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 40.5%- ით გაზრდილი მაჩვენებელია“, წერია „დასაქმების თრექერში“.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები