ინდოეთის მიმართულებით ექსპორტი 114%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი 23%--იან კლებას აჩვენებს.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ინდოეთში 23,545.72 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 11,002.95 ათასი დოლარის.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ წლიურ ჭრილში ჭრილში საქართველოდან ექსპორტმა მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ ინდოეთში 34,141.62 ათასი დოლარის პროდუქცია შეიტანა.
რაც შეეხება მიმდინარე მაჩვენებლებს, საქართველოდან ინდოეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი სასუქებია, რომელზედაც ამ ქვეყანაში ექსპორტის 73%-ი მოდის.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ინდოეთში ყიდის:
რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე მაჩვენებლებით 23,3%-იანი კლებაა. 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ინდოეთიდან 62,785.35 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 81,882.08 ათასი დოლარის.
საგულისხმოა, რომ ბოლო წლებში ინდოეთიდან იმპორტი მზარდ ტრენდზეა და ამ ქვეყნიდან იმპორტმა მაქსიმუმს 2023 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ 115,700.94 ათასი დოლარის პროდუქცია შემოიტანა.
ინდოეთიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი დაფასოებული სამკურნალო საშუალებებია
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ინდოეთიდან ყიდულობს:
უახლესი
7 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე9 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა9 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს9 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი 7-თვიან მაქსიმუმზეა