სახელმწიფო აზერბაიჯანთან და სომხეთთან დამაკავშირებელი გზების გაუმჯობესებაზე ინტენსიურად მუშაობს და ამ მიზნით, 2024 წელს საერთაშორისო ტენდერიც გამოცხადდა და ამ დროისათვის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. აღნიშნულ საკითხზე „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა განაცხადა. როგორც წერეთელი ამბობს, მიმდინარე წელს 60 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დაიწყება.
„ეს მონაკვეთიც არის E-60-ის შემადგენელი ნაწილი, ეს არის რუსთავი-წითელი ხიდი, ალგეთი-სადახლოს აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვრებისკენ მიმავალი სატრანზიტო გზა, რომელზედაც საერთაშორისო ტენდერი ჩვენ უკვე 2024 წელს გამოვაცხადეთ და ახლა მიმდინარეობს შეფასება/შერჩევა. რომელიც ძალიან მალე დასრულებული იქნება და უკვე მიმდინარე წელს 60 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას დავიწყებთ“, - აღნიშნა გიორგი წერეთელმა.
უახლესი
13 საათის წინ
ჯივიპიმ 2024 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა13 საათის წინ
თურქეთმა რეფინანსირების განაკვეთი 45%-მდე შეამცირა