დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით 2025 წელს 1,5 მლნ ტონა ყაზახური ნავთობის ტრანზიტი იგეგმება

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით 2025 წელს 1,5 მლნ ტონა ყაზახური ნავთობის ტრანზიტი იგეგმება

23-01-2025 20:00:00

2025 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენით ყაზახური ნავთობის ტრანზიტის მოცულობა1,5 მილიონი ტონა იქნება. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ.

„2024 წელს ყაზახური ნავთობის ტრანზიტმა BTC-ით 1,4 მილიონი ტონა შეადგინა, გეგმით კი 1,5 მილიონი ტონის გატარება იყო ნავარაუდევი. BTC-სთვის 2025 წლის გეგმა რჩება 2024 წლის დონეზე - 1,5 მილიონი ტონა ნავთობი“, - აცხადებენ სამინისტროში.

როგორც ცნობილია, 2023 წელს აქტაუს პორტიდან BTC სისტემაში 1 მილიონ ტონაზე მეტი ყაზახური ნავთობი შეიტვირთა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს KazMunayGas-მა და SOCAR-მა ხელი მოაწერეს ხუთწლიან ხელშეკრულებას აქტაუ-ბაქო-ჯეიჰანის მარშრუტზე ნავთობის ტრანზიტის შესახებ, წლიური მოცულობით 1,5 მილიონი ტონა.

გასული წლის ბოლოს ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალმასადამ სატკალიევმა განაცხადა, რომ ყაზახეთი სწავლობს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტით ნავთობის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობას 1,5 მილიონი ტონიდან 20 მილიონ ტონამდე.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები