პორტის მშენებლობა წინასწარი დამტკიცებული გეგმის მიხედვით შედგება 9 ფაზისგან და ფაზა ფაზას ავითრებს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს დამფუძნებელ გიორგი აბაშიშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური /Anaklia Sea Port-ის“ დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ განაცხადა.
მისი შეფასეით, მსხვილი ინფრასრუქტურული პროექტის განხორციელებას, მოჰყვება თანმდევი დასაქმების ნაწილი. ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება დასაქმდეს როგორც მშენებლობის, ისე შემდგომი ოპერირების პროცესში.
„წინასწარი გათვლებით, მშენებლობის პროცესში შესაძლოა დასაქმდეს 300-დან 500 ადამიანამდე. პირდაპირი ოპერირების პროცესში იქნება 300 და მეტი სამუშაო ადგილი. ხოლო პირველი ფაზის ოპერირების ფარგლებში შეიქმნება კიდევ 300 და მეტი სამუშაო ადგილი. ასევე ლოგისტიკური მიმართულებით პროექტი შექმნის 1 700 სამუშაო ადგილს.
ფლოტი საინტერესოა ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზი მოსახლეობისთვის. მათ ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურში, ასევე შესაძლებლობა, რომ აფხაზეთში წარმოებული პროდუქცია გაიტანონ ექსპორტზე. გაიზრდება ექსპორტ-იმპორტი. ადგილობრივ მოსახლეობას დასაქმებასთან ერთად გაუუმჯობესდება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მოხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზი მოსახლეობის რეინტეგრაცია საქართველოში, რაც მნიშვნელოვანია.
ქვეყნისთვისა და რეგიონისთვის პორტის მშენებლობა დამატებითი სამუშაო ადგილების გარდა არის გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანას ჰქონდეს ს პირველი ღრმაწყლოვანი ნავსადგური, რომელიც შეძლებს მოემსახუროს მაღალ ტვირთბრუნვას და იყოს კონკურენტუნარიანი, როგორც შუა დერეფნის, ასევე ზოგადად გეოპოლიტიკურ ჭრილში“, - განაცხადა „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური /Anaklia Sea Port-ის“ დირექტორმა .
უახლესი
14 საათის წინ
პრემიერ-მინისტრი ფიფას პრეზიდენტს შეხვდა15 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7374 ლარი გახდა