პრემიუმ ხაზის საახალწლო ნაძვის ხეებზე მოთხოვნა წლიდან-წლამდე იზრდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია Winter Time-ის დამფუძნებელმა შალვა ბაბილუამ განუცხადა.
„Winter Time - საახალწლო ნაძვის ხეები შაკოსა და ნინოსგან“ 5 წელია ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს.
„მომხმარებლებს ვთავაზობთ პრემიუმ ნაძვის ხეებს ხელმისაწვდომ ფასად. ფასის შესაბამისია ხარისხი. დიზაინი ჩვენ შევქმენით, რომელიც არის უნიკალური და ექსკლუზიური. მსგავსი მოდელები მსოფლიოს მასშტაბით არ არის. მწარმოებელსაც კი არ აქვს ნებართვა, რომ დაამზადოს ნაძვის ხეები ჩვენი დიზაინით თანხმობის გარეშე“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით ნაძვის ხეები იწარმოება ევროპაში.
„სილიკონის ტოტები მზადდება ჩეხეთში, გერმანიაში, საფრანგეთსა და პოლონეთში. პოლონეთის ერთ-ერთ ქარხანაში ხდება ნედლეულის მიწოდება და იქ ხდება ნაძვის ხეების აწყობა. ჩვენ ადგილზე ჩავდივართ საწარმოში და პროტოტიპებს ვქმნით“, - ამბობს შალვა ბაბილუა.
Winter Time-ი მომხმარებელს 6 მოდელის სხვადასხვა პარამეტრის ნაძვის ხეს სთავაზობს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, ნაძვის ხეების ფასი იცვლება პარამეტრებისა და მაკომპლექტებელი ნაწილების მიხედვით. .
„ექსკლუზიური დიზაინით შექმნილი ნაძვის ხეების 340-დან 5 400 ლარის ფარგლებშია. მოთხოვნა მზარდია. შემსყიდველი სეგმენტი განსხვავებულია, რადგან პროდუქტი არ არის გათვლილი მასმარკეტზე. ჩვენი მომხმარებლისთვის მთავარია ნაძვის ხის დიზაინი შეესაბამებოდეს სახლის ინტერიერს. ჯერ სეზონი დაწყებული არ არის და ნაძვის ხეების მარაგის 25% ამოწურულია. აბსოლუტურად ყველა ტიპის ნაძვის ხე ერთნაირად იყიდება და 20 დეკემბრისთვის ყველა მოდელი გაყიდულია“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
მისი თქმით, კომპანიის კონკურენტული უპირატესობაა პრემიუმ კლასისა და ექსკლუზიური მოდელები.
„დაახლოებით 500-დან 1000 ერთეულამდე ნაძვის ხეს ვყიდით სეზონზე. კომპანიის მიმართ მომხმარებლების ლოიალურობა წლიდან-წლამდე იზრდება“, - ამბობს შალვა ბაბილუამ.
უახლესი
14 საათის წინ
პრემიერ-მინისტრი ფიფას პრეზიდენტს შეხვდა15 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7374 ლარი გახდა