დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქვეყანაში Toyota-ს მარკის ავტომობილების რაოდენობა 8%-ით გაიზარდა

ქვეყანაში Toyota-ს მარკის ავტომობილების რაოდენობა 8%-ით გაიზარდა

15-01-2025 16:00:00

ქვეყანაში რეგისტრირებული Toyota-ს მარკის ავტომობილების რაოდენობა წლიურ ჭრილში 8%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის ბოლოსათვის ქვეყანაში 192 423 ერთეული Toyota-ს მარკის ავტომობილები იყო რეგისტრირებული მაშინ როდესაც 2023 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 178 419 ერთეულს აღწევდა.

ქვეყანაში რეგისტრირებული Toyota-ს ავტომობილების 55%-ი თბილისშია აკუმულირებული.

Toyota-ს მარკის ავტომობილების ავტომობილების რაოდენობა რეგიონების მიხედვით:

  • ქ. თბილისი: 105 163
  • იმერეთი: 18 487
  • აჭარის არ: 17 210
  • ქვემო ქართლი: 14 881
  • კახეთი: 9 071
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი: 7 794
  • შიდა ქართლი: 7 069
  • სამცხე-ჯავახეთი: 4 297
  • მცხეთა-მთიანეთი: 4 234
  • გურია: 3 173
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი: 1 044

TOYOTA განაწილება საქართველოში (2024)

  • PRIUS - 48356
  • CAMRY - 18936
  • RAV4 - 15133
  • AQUA - 12264
  • PRIUS C - 11470
  • VITZ - 8646
  • CAMRY HYBRID - 8013
  • COROLLA - 5299
  • IST - 3722
  • HILUX - 3342.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები