სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტიორების ხელშეწყობას განაგრძობს. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, ექსპორტის მხარდამჭერ პროგრამაში - ინდივიდუალური ექსპო გრანტი, განაცხადების მიღება განახლებული პირობებით გრძელდება.
ცნობილია, რომ პროგრამაში განხორციელდა ცვლილებები, რაც მეტ ექსპორტიორს მისცემს შესაძლებლობას გაზარდოს საექსპორტო პოტენციალი და გააფართოოს კავშირები საერთაშორისო პარტნიორებთან.
2025 წლიდან:
1. თითოეული კომპანიისთვის წლიურად ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ოდენობა 5,000 ერთეულის ნაცვლად (დოლარი, ევრო, ფუნტი) გაზრდილია 10,000 ერთეულამდე;
2. გარდა მესამე და მეოთხე კატეგორიის კომპანიებისა, პროგრამაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელი იქნება მეორე კატეგორიის კომპანიებისთვისაც (აუნაზღაურდებათ ხარჯების 60%).
საწარმოს ზომით კატეგორიებს განსაზღვრავს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური: https://bit.ly/40wLhlK
სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ინდივიდუალური ექსპო გრანტის პროგრამა 2024 წლიდან დაიწყო. პროგრამის ფარგლებში მეწარმეები თავად ირჩევენ მათთვის სასურველ საერთაშორისო გამოფენებს, სააგენტო კი კომპანიის კატეგორიის მიხედვით კვალიფიციური ხარჯების 60%-90% ანაზღაურებს. კვალიფიციური ხარჯი შეიძლება იყოს სივრცის ქირავნობა, სტენდის მშენებლობა და სავალდებულო მარკეტინგული ხარჯები.
ამ დროისათვის პროგრამით უკვე ისარგებლა 30-ამდე მეწარმემ.
პროგრამა ექსპორტზე ორიენტირებულ თითქმის ყველა სექტორს მოიცავს. ესენია: საკვები და სასმელი ინდუსტრია, ტანსაცმელი, ტყავი და მისი ნაწარმი, სათამაშოები, ინფორმაციული ტექნოლოგიები, სამშენებლო მასალები და სხვ.
რეგისტრაციის ბმულები:
IT სექტორი - https://tradewithgeorgia.com/events/individualuri-ekspo-granti-2025-it-sektoristvis
სხვა სექტორები - https://tradewithgeorgia.com/events/individualuri-ekspo-granti-2025
უახლესი
2 საათის წინ
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყავას ყიდულობს3 საათის წინ
Cavea ახალ კინოთეატრს ხსნის