დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყავას ყიდულობს

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყავას ყიდულობს

15-01-2025 18:00:00

ყავის იმპორტი 5%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 6,587.31 ტონა ყავა იყიდა, რაშიც 34,836.12 ათასი დოლარი გადაიხადა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდი კი ყავის იმპორტი 6,960.05 ტონა იყო. 

საქართველოსთვის ყავის ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა ინდონეზიაა. სწორედ ინდონეზიაზე მოდის ყავის იმპორტის 37%-ი.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყავას ყიდულობს:

  • ინდონეზია - 2,452.50 ტონა;
  • ვიეტნამი - 1,325.55 ტონა;
  • რუსეთი - 861.12 ტონა;
  • გერმანია - 350.23 ტონა;
  • იტალია - 336.58 ტონა;

დღეისათვის არსებული მაჩვენებლებით საქართველოში ყავის იმპორტის რეკორდი 2022 წელს დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანამ 7,660.00 ტონა ყავა იყიდა, რაშიც 28,235.95 ათასი დოლარი გადაიხადა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები