დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ინდივიდუალური ექსპო გრანტის პროგრამაში განაცხადების მიღება განახლებული პირობებით გრძელდება - სააგენტო „აწარმოე საქართველოში“

ინდივიდუალური ექსპო გრანტის პროგრამაში განაცხადების მიღება განახლებული პირობებით გრძელდება - სააგენტო „აწარმოე საქართველოში“

15-01-2025 16:16:00

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტიორების ხელშეწყობას განაგრძობს. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, ექსპორტის მხარდამჭერ პროგრამაში - ინდივიდუალური ექსპო გრანტი, განაცხადების მიღება განახლებული პირობებით გრძელდება.

ცნობილია, რომ პროგრამაში განხორციელდა ცვლილებები, რაც მეტ ექსპორტიორს მისცემს შესაძლებლობას გაზარდოს საექსპორტო პოტენციალი და გააფართოოს კავშირები საერთაშორისო პარტნიორებთან.

2025 წლიდან:

1.    თითოეული კომპანიისთვის წლიურად ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ოდენობა 5,000 ერთეულის ნაცვლად (დოლარი, ევრო, ფუნტი) გაზრდილია 10,000 ერთეულამდე;
2.    გარდა მესამე და მეოთხე კატეგორიის კომპანიებისა, პროგრამაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელი იქნება მეორე კატეგორიის კომპანიებისთვისაც (აუნაზღაურდებათ ხარჯების 60%). 

საწარმოს ზომით კატეგორიებს განსაზღვრავს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური: https://bit.ly/40wLhlK

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ინდივიდუალური ექსპო გრანტის პროგრამა 2024 წლიდან დაიწყო. პროგრამის ფარგლებში მეწარმეები თავად ირჩევენ მათთვის სასურველ საერთაშორისო გამოფენებს, სააგენტო კი კომპანიის კატეგორიის მიხედვით კვალიფიციური ხარჯების 60%-90% ანაზღაურებს. კვალიფიციური ხარჯი შეიძლება იყოს სივრცის ქირავნობა, სტენდის მშენებლობა და სავალდებულო მარკეტინგული ხარჯები.

ამ დროისათვის პროგრამით უკვე ისარგებლა 30-ამდე მეწარმემ. 

პროგრამა ექსპორტზე ორიენტირებულ თითქმის ყველა სექტორს მოიცავს. ესენია: საკვები და სასმელი ინდუსტრია, ტანსაცმელი, ტყავი და მისი ნაწარმი, სათამაშოები, ინფორმაციული ტექნოლოგიები, სამშენებლო მასალები და სხვ. 

რეგისტრაციის ბმულები:

IT სექტორი -  https://tradewithgeorgia.com/events/individualuri-ekspo-granti-2025-it-sektoristvis
სხვა სექტორები - https://tradewithgeorgia.com/events/individualuri-ekspo-granti-2025

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები