2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8 588 733 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 24 106 855 ათასი ლარია.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის დეკემბერში 2023 წლის დეკემბერთან შედარებით სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 3,6%-ითაა შემცირებული.
2024 წლის ნოემბრის მონაცემებთან კი 0,6%-იანი კლებაა. ნოემბერში სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 8 642 543 ათასი დოლარი იყო.
სამინისტროს საიტზე განთავსებული მაჩვენებლებით, 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალი მოცულობა 8 907 776 ათასი დოლარი იყო.
2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 237 268 ათასი დოლარით განისაზღვრა, ეროვნულ ვალუტაში კი ის 23 120 365 ათასი ლარია.
დეკემბრის მონაცემებითვე, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6 255 467 ათასი დოლარია, ანუ 17 557 844 ათასი ლარი.
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
უახლესი
37 წუთის წინ
Cavea ახალ კინოთეატრს ხსნის