დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2025 წელს ვგეგმავთ სრულად დავასრულოთ საწარმოს აღჭურვა -  „იონას საფუტკრე“

2025 წელს ვგეგმავთ სრულად დავასრულოთ საწარმოს აღჭურვა - „იონას საფუტკრე“

15-01-2025 12:00:00

კომპანია იონას საფუტკრე, რომელიც თაფლსა და ფუტკრის პროდუქტებს აწარმოებს უკვე 6 წელია ბაზარზე ოპერირებს. კომპანია მომხმარებლებს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს და 2025 წელს გეგმავს საწარმოს აღჭურვა სრულად დაასრულოს. აღნიშნულ საკითხზე Business Insider Georgia იონას საფუტკრე დამფუძნებელს გიორგი იონათამიშვილს ესაუბრა. 

„ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წელი იყო ჩვენთვის. წინა წლებში რა გეგმებიც გვქონდა 2024-ში შესრულდა.  ავაშენეთ საწარმო, გავხსენით მაღაზია, მონაწილეობა მივიღეთ გარკვეულ პროექტებში. ჯერჯერობით ექსპორტზე არ ვფიქრობთ, რადგან შიდა ბაზარიც საკმაოდ ასათვისებელია. ფასების კუთხითაც საქართველოში საკმაოდ ნორმალური ფასებია, ამიტომაც  არ ვფიქრობთ ექსპორტზე. მოგეხსენებათ, ევროკავშირში სხვა სტანდარტებია. ჩვენ, რადგან ბუნებაზე ვართ დამოკიდებული ხშირია გამოწვევები.  შესაბამისად,  ერთგვაროვანი პროდუქცია ხშირად არ გვაქვს საკმარისი რაოდენობით. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ვფიქრობთ, რომ საქართველოში განვვითარდეთ. მომავალში, გვსურს ერთი მაღაზია კიდევ დავამატოთ.  სტატისტიკის მიხედვით,  ძირითადი მოთხოვნა  არის საბურთალოს, გლდანის, ვარკეთილისა და დიდი დიღმის ლოკაციებიდან.  წელს დაგეგმილი გვაქვს, რომ სრულად დავასრულოთ საწარმოს აღჭურვა“, - განმარტავს გიორგი იონათამშვილი.

 

ავტორი:

ანა ლიპარტელიანი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები