დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წლის დეკემბერში საარსებო მინიმუმმა 260,3 ლარი შეადგინა

2024 წლის დეკემბერში საარსებო მინიმუმმა 260,3 ლარი შეადგინა

15-01-2025 10:59:00

შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 2024 წლის დეკემბერში ნოემბერთან შედარებით 2,1 ლარით შემცირდა და 260,3 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება საარსებო მინიმუმის წლიურ ცვლილებას, გასული წლის დეკემბერთან შედარებით, ზრდა 10,6 ლარია, რადგანაც გასული წლის დეკემბერში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 249,7 ლარს შეადგენდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დეკემბერში, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 9,4 ლარით გაიზარდა და 230,5 ლარი შეადგინა.

შენიშვნა: 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

5 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები