დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იმპიჩმენტის მხარდასაჭერად ოპოზიციისთვის ხვეწნას არ ვაპირებთ - მამუკა მდინარაძე

იმპიჩმენტის მხარდასაჭერად ოპოზიციისთვის ხვეწნას არ ვაპირებთ - მამუკა მდინარაძე

02-09-2023 16:15:52

იმპიჩმენტის მხარდასაჭერად ოპოზიციისთვის ხვეწნას არ ვაპირებთ. მათ მკაფიოდ დააფიქსირეს მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილის მიმართ - ამის საილუსტრაციოდაც კარგი იყო ამ პროცედურის დაწყება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„იმპიჩმენტის აღსრულების ნაწილში ჩვენ, პრაქტიკულად, დღესაც შეუძლებელია 100 ხმის მობილიზება. თქვენ ნახეთ, ეს ჩვენი ვარაუდი იყო და ახლა იგი მტკიცებულებებით გამყარდა. ყველა ამბობს, რომ არ დავუჭერთ მხარს! პრაქტიკულად, არ დარჩენილა პოლიტიკური ძალა, გარდა ერთისა, „ევროპელი სოციალისტებისა“, რომელსაც 4-კაციანი შემადგენლობა ჰყავს, რომელთან ერთადაც მხოლოდ და მხოლოდ 88 ხმის მოგროვება შეიძლება. რასაც ვფიქრობდით, ისე აღმოჩნდა - ყველა გადაეფარა კონსტიტუციის დარღვევაში“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, იმპიჩმენტის მხარდასაჭერად ოპოზიციისთვის ხვეწნის დაწყებას არ აპირებენ. 

„მათ მკაფიოდ დააფიქსირეს მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, როდესაც ის არღვევს კონსტიტუციას, ანუ ისინი - ყველა ერთად! ამის საილუსტრაციოდაც კარგი იყო იმპიჩმენტის საკითხის დაძვრა და ამაშიც მართალი აღმოვჩნდით“, - დასძინა მდინარაძემ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები