დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
III კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა  6.3%-ით შემცირდა

III კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 6.3%-ით შემცირდა

16-11-2023 11:09:13

წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 6.3 პროცენტით შემცირდა და 864.5 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 428.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 3.8 პროცენტით ჩამორჩება. ღორის რაოდენობა 168.0 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 20.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13.0 პროცენტით გაიზარდა და 11.1 მილიონ ფრთა შედგინა.

წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში რძის წარმოებამ 170.9 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.8 პროცენტით მეტია. ხორცის წარმოებამ 18.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 22.1 პროცენტით მეტია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 148.6 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 7.4 პროცენტით ნაკლებია.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები