2024 წლის იანვარში საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი 10%-ითაა გაზრდილი.
როგორც ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით ხდება ცნობილი, 2024 წლის იანვარში ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 13 220 912 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 12 041 350 ლარი.
შესაბამისად, 2024 წლის პირველი თვის მაჩვენებლებით (შედარება 2023 წლის პირველ თვესთან), ბიუჯეტში გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი 9,8-იან ზრდას აჩვენებს.
არსებული ფინანსური მაჩვენებლებიდან გამომდინარეობს, რომ 2024 წლის იანვარში საქართველოს დერეფანი 37 774 სატვირთომ გადაკვეთა.
ცნობისათვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ.
თუ წლიურ მაჩვენებლებს გავაანალიზებთ 2023 წელს საქართველომ სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2022 წელს ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 128,055 მლნ ლარი შევიდა, 2021 წელს - 66,414 მლნ ლარი, 2020 წელს კი 63,064 მლნ ლარი.
შესაბამისად, ბიუჯეტში შემოსავლების მატება გამოიწვია როგორც საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გადაადგილებული სატვირთოების ზრდამ, ასევე გაძვირებულმა გზათსარგებლობის საფასურმა.
უახლესი
12 წუთის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა2 საათის წინ
SOCAR-ი მწვანე ობლიგაციების გამოშვებას იწყებს3 საათის წინ
საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი იზრდება