დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„გლოვო“ ორ ახალ ლოკაციას ხსნის

„გლოვო“ ორ ახალ ლოკაციას ხსნის

15-07-2023 01:00:53

მიტანის სერვისის გლობალური კომპანია ,,გლოვო“ ქართულ ბაზარზე ფართოვდება. გარდა იმისა, რომ კომპანია ახალ მიმართულებებს ამატებს, უახლოეს პერიოდში იგეგმება 2 ლოკაციის დამატება ბათუმსა და თბილისში (ისანში). 

ამის შესახებ Business Insider Georgia- თან „გლოვოს“ ბიზნესინოვაციების მენეჯერი ლუკა ხვადაგიანი აცხადებს.

„წლევანდელი წელი ნამდვილად გამოირჩეოდა საინტერესო სიახლეებით. უფრო გაძლიერდა ჩვენი Food Corner/Cook Room-ის მიმართულება და დაგვემატა ახალი ობიექტი, ძალიან მალე კი ორი ახალი ლოკაცია გაიხსნება. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მომხმარებელმა ძალიან ბევრი სერვისი მიიღოს ,,გლოვოსგან“.

რაც შეეხება ახალ ლოკაციებს, ერთი იქნება ბათუმში, რომლის გახსნაც მიმდინარე თვეში იგეგმება. მეორე ლოკაციას სექტემბერში თბილისში, კერძოდ, ისანში გავხსნით. ამჟამად 2 აქტიური ლოკაცია დიღომსა და შარტავაზეა. რაც შეეხება პარტნიორ ორგანიზაციებს, მათი რაოდენობა 2000 -ზე მეტია და წარმოადგენენ როგორც დიდ, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოში“, - ამბობს ლუკა ხვადაგიანი.

კომპანიის ბიზნესინოვაციების მენეჯერის თქმით, ,,გლოვოს“ ერთ-ერთი სტრატეგია რეგიონების მიმართულებით გაფართოებაა, განსაკუთრებით პატარა ქალაქებში, სადაც მსგავსი სერვისების მიმართ მზარდი მოთხოვნა ფიქსირდება. ,,რეგიონების მიმართულებით განვითარება ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიაა.

მიმდინარე წლის ზაფხულში ქობულეთში ჩავუშვით ,,გლოვოს“ სერვისი და რამდენიმე ახალ ქალაქში ჩაეშვება, რასაც ჩვენი მომხმარებლებისთვის ჯერჯერობით სიურპრიზად ვიტოვებთ. გვინდა პატარა ქალაქები მოვიცვათ, სადაც მოთხოვნა დიდია, დედაქალაქი სრულად ავითვისეთ და ამ მხრივ ბაზარზე ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიეთ“, - დასძენს ლუკა ხვადაგიანი Business Insider Georgia- თან.

რაც შეეხება ,,გლოვოს“ პარტნიორი კურიერების რაოდენობას, 3000 -ს აჭარბებს. ცნობისთვის, ,,გლოვო“ დაარსდა 2018 წელს, როგორც “გლოვოაფფ ჯორჯია”. შპს “გლოვოაფფ ჯორჯია”-ის 100%-ის წილის მფლობელი ესპანური კომპანია „გლოვოაფფ23“-ია.

„გლოვო საქართველო“ მიტანის სერვისს სეგმენტში ბაზარზე ლიდერი კომპანიაა, რომლის ელექტრონული კომერციის ბრუნვა 2022 წელს, წინა 2021 წელთან შედარებით, 64% ით გაიზარდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები