დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გიორგი აბაშიშვილი - სებ-ის დღევანდელი გადაწყვეტილება ზუსტად ასახავს ქვეყანაში არასებულ ეკონომიკურ სტაბილურობას -  მაღალი ეკონომიკურ ზრდასა და დაბალი ინფლაციას

გიორგი აბაშიშვილი - სებ-ის დღევანდელი გადაწყვეტილება ზუსტად ასახავს ქვეყანაში არასებულ ეკონომიკურ სტაბილურობას - მაღალი ეკონომიკურ ზრდასა და დაბალი ინფლაციას

30-07-2024 16:52:00

განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში სებ-მა არაერთხელ დაადასტურა მისი გადაწყვეტილებების სისწორე და სრული შესაბამისობა, ქვეყანაში არასებულ ეკონომიკურ მოცემულობასა და ბიზნეს გარემოსთან, - ასე ეხმაურება Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი სებ-ის გადაწყვეტილებას რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვებას. აბაშიშვილის თქმით, იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდა იქნას შენარჩუნებული და ასევე ინფლაცია იყოს მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ სებ-ის ფრთხილი მიდგოები მისასალმებელია. „შესაბამისად, ვხედავთ, რომ სებ-ის გადაწყვეტილებებისადმი ნდობა ძალიან მაღალია როგორც ბიზნეს სექტორის, ასევე მოსახლეობის მხრიდან. დღევანდელი გადაწყვეტილება ზუსტად ასახავს ასევე ქვეყანაში არასებულ ეკონომიკურ მოცემულობას. მაღალი ეკონომიკური ზრდა და დაბალი ინფლაცია, უმუშევრობის შემცირებული მაჩვენებლები და პოზიტიური ტრენდი ექსპორტისა თუ ტურიზმის მიმართულებით ფუნდამენტური ფაქტორების მდგრადობაზე მეტყველებს და ამ შემთხვევაში ზედმეტი ჩარევა არც მაინცდამაინც მიზანშეწონილია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა, ისე, რომ ინფლაცია მიზნიბრივი მაჩვენებლის ირგვლივ ფიქსირდებოდეს, შესაბამისად, ფრთხილი მიდგომა სებ-ის მხრიდან მისასალმებელია. საჭიროების შემთხვევაში, ფრთხილი თუმცა გაბედული ნაბიჯები სებ-ის მხრიდან კვლავ მოსალოდნელია, როგორც ეს მიმდინარე წელსაც ვნახეთ“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები