დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
GeorgianBlue 150-ტონამდე ლურჯი მოცვის მოსავალს ელოდება, რასაც სრულად ექსპორტზე გაიტანს

GeorgianBlue 150-ტონამდე ლურჯი მოცვის მოსავალს ელოდება, რასაც სრულად ექსპორტზე გაიტანს

28-05-2024 17:00:00

კომპანია GeorgianBlue, რომელიც გურიაში,  დაბა ლაითურში, შავი ზღვიდან ათ კილომეტრში, 35 ჰექტარზე  ლურჯი მოცვის პლანტაციებს ფლობს, მიმდინარე სეზონზე 120-დან 150-ტონამდე მოსავალს ელოდება.

როგორც GeorgianBlue-ს მენეჯერთა საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ბოკუჩავა Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ კომპანია ადგილობრივ ბაზარზე მოცვს არ ყიდის და მიღებული მოსავლის სრულად ექსპორტზე გატანას გეგმავს.

„თბილი ამინდების შედეგად სეზონი კარგად დაიწყო. ამ დროისთვის რუსეთის ფედერაციაში გავიტანეთ 4 ტონა მოცვი. ჩვენი სამიზნე ბაზარია ევროპა და ამ დროისთვის ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ნიდერლანდებთან მოცვის ექსპორტზე. რა მოცულობას გადავიტანთ და როდის დაიწყება ექსპორტი, ამ დროისთვის ამ საკითხების შეჯერება ხდება“, - ამბობს გიორგი ბოკუჩავა.

მისი თქმით, ამ დროისთვის ლურჯი მოცვის საექსპორტო ფასი 8 დოლარია. თუმცა, როგორც GeorgianBlue-ს მენეჯერთა საბჭოს თავმჯდომარე ამბობს ბაზარზე ჭარბი მიწოდების შემდეგ, შესაძლოა, ფასი შემცირდეს.

GeorgianBlue საქართველოში ლურჯი მოცვის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. კომპანიას ბაღები აქვს დასავლეთ საქართველოში, დაბა ლაითურში, შავი ზღვიდან ათ კილომეტრში, 35 ჰექტარზე.  კომპანია სულ 326 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობს, რომლის გაშენებაც უახლოეს 5-6 წელიწადშია დაგეგმილი.

გარდა ადგილზე მოყვანილი ლურჯი მოცვისა, კომპანია დაკავებულია ადგილობრივი ფერმერებისგან მოცვის ჩაბარებით, მათზე დამატებითი ღირებულების შექმნით და საკუთარ პროდუქციასთან ერთად მათი ექსპორტირებით. GeorgianBlue პირველი ქართული ბრენდი ლურჯი მოცვის სრული საწარმოო ციკლით, პროდუქტის მოყვანიდან საბოლოო მომხმარებლამდე მიტანით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები