შუა დერეფნის გავლით ტვირთების ზრდა პირდაპირ აისახება საქართველოს გავლით ტვირთების ზრდაზე.
როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა აღნიშნა, 2024 წლის ხუთი თვის სტატისტიკით საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით 5%-იანი ზრდა ფიქსირდება.
„მიმდინარე წელ საკმაოდ დადებითი ტენდენციით დაიწყო. იანვარ-მაისში საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით ზრდა გაქვს და მან 11,3 მლნ ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5%-ით აღემატება.
საერთაშორისო გადაზიდვების ნაწილში მნიშვნელოვანია ტრანზიტის როლი და წელს უკვე გაქვს 7 მლნ ტონა, რაც შარშანდელ მაჩვენებლებს 5,8%-ით აჭარებს. რაც შეეხება პორტებში გადაზიდული ტვირთების რაოდენობას, გადამუშავებული ტვირთების მიმართულებითაც ზრდაა და 5,6 მლნ ტონა შეადგინა, რაც 7,3%ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან. თუმცა კონტეინერებში შარშან გვქონდა კოლოსალური ზრდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 47%-იანი ზრდა არასოდეს ყოფილა და 701 მლნ TEU შეადგინა.
წელს ანალოგიურ ტრენდს ვინარჩუნებთ, ყოველ შემთხვევაში დიდი ალბათობით შარშანდელი მაჩვენებლების განმეორება დაფიქსირდება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
გურამ გურამიშვილის განმარტებითვე, გადაზიდვების ტრენდი მზარდია და სასიხარულოა, რომ ეს ზრდა არის არის ნახტომისებური და არის გამიზნული პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ქვეყნის მთავრობა და სატრანსპორტო ამოცანების შესასრულებლად კერძო კომპანიები ასრულებენ.
„გეგმაზომიერი, დაგეგმილი პოლიტიკის შედეგად არის გონივრული ზრდა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას პროპორციულად მიჰყვება. რა თქმა უნდა ინფრასტრუქტურული კომპონენტი მნიშვნელოვანია და როგორც იცით ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ჩვენი საგზაო რუკის მიხედვით, რომელიც შეთანხმებულია ჩვენს პარტნიორებთან. ამ მხრივ გამოვყოფდი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის და რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტს“, - ამბობს გურამ გურამიშვილი.
უახლესი
1 საათის წინ
განვითარებაზე ორიენტირებული ბრენდი ვართ - IKANI3 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა5 საათის წინ
SOCAR-ი მწვანე ობლიგაციების გამოშვებას იწყებს6 საათის წინ
საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი იზრდება