დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გამოკითხულთა 29%  საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ყველაზე დიდ გამოწვევად ეკონომიკური განვითარებას ასახელებს - IRI

გამოკითხულთა 29% საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ყველაზე დიდ გამოწვევად ეკონომიკური განვითარებას ასახელებს - IRI

16-11-2023 08:43:38

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევითანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და მომავლისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ეკონომიკური განვითარებაა. 

კითხვაზე, რა არის სამი ყველაზე დიდი გამოწვევა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და მომავლისთვის, გამოკითხულთა 29% ეკონომიკური განვითარებას ასახელებს, უმუშევრობას -14%, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას -18%.

ამასთან, კითხვაზე, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას, გამოკითხულთა პასუხები ასე გამოიყურება: ეკონომიკა – უმუშევრობა 37%, ცხოვრების ხარჯები, მაღალი ფასები -17%, სხვა საკითხები – 7%; სიღარიბეს ასახელებს გამოკითხულთა 7%, განათლებას – 4%, პოლიტიკური პოლარიზაციას – 3%, გარე კონფლიქტები/ომი -3%.

 საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის თანახმად, კითხვაზე როგორ აღწერდით თქვენი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას, ძალიან კარგს პასუხობს 4%, ნაწილობრივ კარგი – 59%, ნაწილობრივ ცუდი -27%, ძალიან ცუდი-10%.

კითხვაზე, ბოლო 12 თვის განმვლობაში როგორ შეიცვალა ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში, გამოკითხულთა ორი პროცენტი აცხადებს, რომ დიდად გაუმჯობესდა, ნაწილობრივ გაუმჯობესდა – ამბობს 21%, იგივე დარჩა – აცხადებს 30%, ნაწილობრივ გაუარესდა – პასუხობს 36%, დიდად გაუარესდა -18%.

კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი-14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები