დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გაიცანით ვინ ქმნის ქვეყანაში საუკეთესო ბიზნეს მობილბანკს – Global Finance-ის ჯილდო 2024

გაიცანით ვინ ქმნის ქვეყანაში საუკეთესო ბიზნეს მობილბანკს – Global Finance-ის ჯილდო 2024

13-08-2024 13:15:00

დღევანდელ რეალობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი სისწრაფეა, ამიტომ, ვცდილობთ, რომ მომხმარებელს სწორ დროს შევთავაზოთ სწორი სერვისი: მაშინ როცა ეს მისთვის კრიტიკულადმნიშვნელოვანია“, — გვიყვება საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის პროდუქტის მფლობელი, ანიქობალია.

მომხმარებლისთვის საჭირო სერვისის დროულად მიწოდება ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც საქართველოსბანკის ბიზნეს მობილბანკი გავლენიანმა საერთაშორისო გამოცემამ, Global Finance-მა, ბიზნესებისთვისქვეყანაში საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა. პრესტიჟულმა გამოცემამ, რომელიც უკვე 25 წელია, საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს ავლენს, საქართველოს ბანკი სამომხმარებელო და ბიზნესმიმართულებით 45 კატეგორიაში დაასახელა გამარჯვებულად.

აღსანიშნავია, რომ Global Finance-ის პრესტიჟული პრიზი ბიზნეს მობილბანკმა 2023 წელსაც მიიღო. რასნიშნავს ეს აღიარება აპლიკაციაზე მომუშავე გუნდისთვის და ბანკისთვის, როგორ იხვეწება ბიზნესმობილბანკი წლიდან წლამდე და რა განაპირობებს იმას, რომ ის საუკეთესოდ რჩებაამ საკითხებზებიზნეს მობილბანკის პროდუქტის მფლობელები, ანი ქობალია და თამარ სისაური, საუბრობენ.

საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზსრომ სწორი მიმართულებით ვვითარდებით

სწრაფი და ეფექტური რეაგირება მომხმარებლის უკუკავშირზე, მუდმივი მუშაობა სერვისისგამრავალფეროვნებაზე და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების დანერგვაეს ის მთავარიაფაქტორებია, რომლებიც ბიზნეს მობილბანკის წარმატებას განსაზღვრავს.

უფრო ზუსტად რომ გითხრათ, აპლიკაციის საშუალო შეფასებაა 4.9/5, მომხმარებლის კმაყოფილების ქულა(CSAT) — 90, ციფრული პროდუქტის სტაბილურობა კი 99 პროცენტს შეადგენს.

გარდა იმისა, რომ მომხმარებლის კმაყოფილებას მუდმივად ვაკვირდებით, Global Finance-ის ჯილდო დასაერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სწორი მიმართულებით ვვითარდებით“, — აღნიშნავს თამარი, — „მეორე მხრივ, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რომ კიდევ უფრო მეტიმოტივაციითა და შემართებით გავაგრძელოთ მუშაობა და ჩვეული ხარისხის შენარჩუნებით გავაუმჯობესოთბიზნეს მობილბანკი“.

გუნდთან ერთად, Global Finance-ის ჯილდოს მიღებას ამ კატეგორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვსბანკისთვის. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ბანკი წარმატებით აჩვენებს ინოვაციურობას და მაღალიხარისხის სერვისს იმ კონკურენციის ფონზე, რომელიც საბანკო ბაზარზე არსებობს, გვეუბნება ანი.

დაძაბული კონკურენციის ფონზე კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გუნდიც და სერვისიც სწრაფადადაპტირდეს ამ დრამატულად ცვალებად სფეროში. საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის და ბიზნესინტერნეტბანკის ლიდი, ცირა ლოლაძე, გასულ წელს სწორედ იმას აღნიშნავდა, რომ მათი წარმატებისფორმულის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი „Agile“ მიდგომა იყო. პროდუქტის განვითარებაზეყოველდღიურ რეჟიმში მომუშავე გუნდისთვის კი მიღებული პრიზი დამატებითი სტიმულიცაა.

გუნდის თითოეული წევრი ვგრძნობთ, რომ ჩვენი წვლილი მნიშვნელოვანია“, — ამბობს ანი, — „პროცესების გაუმჯობესება და ახალი სერვისების შეთავაზება, საერთო წარმატების ნაწილი ხდება“.

როგორ იხვეწება წლიდან წლამდე ბიზნეს მობილბანკი, რათა დარჩეს საუკეთესოდ

1987 წელს დაფუძნებული Global Finance 160-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, დაჯილდოებისთვის კიგამოცემა ჟიურის წევრებს ტექნოლოგიებისა და აუთსორსინგის მიმართულებით წამყვანი კომპანიიდან, Infosys-დან, იწვევს. შეფასების კრიტერიუმები მრავალფეროვანია: მათ შორისაა საუკეთესო ციფრულიგამოცდილების შესაქმნელად შემუშავებული სტრატეგიები, ციფრული შეთავაზებები, ციფრულიპროდუქტების მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა, აპლიკაციის დიზაინი და სხვა. საქართველოს ბანკისბიზნეს მობილბანკი კი, რომელიც სამი წლის წინ გაეშვა, ამ კრიტერიუმებს უკვე სრულყოფილადაკმაყოფილებს. დღეს ეს აპლიკაცია ყოვლისმომცველი ფინანსური სივრცეა, რომელიც სიმარტივითა დასისწრაფით მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილებას სთავაზობს.

რა იცვლება წლიდან წლამდე მობილბანკში? უკუკავშირზე სწრაფი რეაგირების გარდა, კიდევ რაგანსაზღვრავს იმას, რომ აპლიკაცია საუკეთესოს სტატუსს ინარჩუნებს?

 

ყოველწლიურად ვცდილობთ, უფრო მეტი ინოვაციური და ეფექტური ფუნქცია შევმატოთ აპლიკაციას, თუმცა, პროდუქტის განვითარებისას, ეს მხოლოდ ერთი მიმართულებაა“, — გვიხსნის თამარი, — „ამასგარდა, აქტიურად ვმუშაობთ იმაზეც, რომ უკვე არსებული ფუნქციონალები კიდევ უფრო დავხვეწოთ.

მუდმივად ვეცნობით მომხმარებლის უკუკავშირს, მაგრამ იმისთვის, რომ აპლიკაცია მათთვისმნიშვნელოვან ყველა ფუნქციონალს ფარავდეს, მხოლოდ ეს არ კმარა. ამიტომ, რა თქმა უნდავცდილობთ, წინასწარ ვიფიქროთ იმაზეც, თუ რა საჭიროებები შეიძლება გაუჩნდეთ ჩვენს მომხმარებლებსსამომავლოდ და ვიწყებთ შესაბამისი პროცესების გაციფრულებასამგვარი მიდგომა გვეხმარება იმაში, რომ არ გავჩერდეთ, მუდმივად განვვითარდეთ, ვიყოთ ყოველთვის წინ და შევინარჩუნოთ საუკეთესობიზნეს აპლიკაციის სტატუსი“.

მომხმარებლის საჭიროების სრულ სპექტრს რომ ფარავს აპლიკაცია, ამაზე სხვადასხვა კომპანიისმფლობელები და აპლიკაციის აქტიური მომხმარებლებიც საუბრობენ.

„ყოველთვის ვაანალიზებთ გასულ წელს და ვაიდენტიფიცირებთ იმ წერტილებს, რომელთა გაუმჯობესებასაც შეუძლია უფრო დიდ წარმატებამდე მიგვიყვანოს“, — ამბობს ანი, — „ჩვენი გუნდი წარმატებით ახერხებს ცვლილებებსა და ახალ მოთხოვნებზე დროულად რეაგირებას, მოქნილი გარემო და სწრაფად მიღებული ეფექტური გადაწყვეტილებები კი ქმნის საფუძველს, რომ ჩვენი აპლიკაცია მუდმივად იყოს ლიდერი ბაზარზე და შეინარჩუნოს კმაყოფილების და ნდობის მაღალი დონე“.

თუ საქართველოს ბანკის ბიზნესპროდუქტებითა და სერვისებით სარგებლობა გსურთ, აუცილებლად გახსენით ანგარიში — ამას სულ მარტივად, ონლაინ შეძლებთ. რასაკვირველია, სახლიდანგაუსვლელად შეგიძლიათ ასევე ბიზნეს მობილბანკი გაიცნოთ და გახდეთ მისი მომხმარებელი.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები