დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფინანსთა სამინისტროს ბენჩმარკ ბონდებზე მოთხოვნა 1.9-ჯერ მაღალი იყო

ფინანსთა სამინისტროს ბენჩმარკ ბონდებზე მოთხოვნა 1.9-ჯერ მაღალი იყო

08-01-2024 13:08:00

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის 3 იანვარს 4-წლიანი 100 მლნ ლარის (37.2 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ბონდები გაყიდა.

ამასთან, მოთხოვნა 1.9-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.017პპ-ით შემცირდა და 8.346% შეადგინა.

ასევე, ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის 3 იანვარს 6-თვიანი 70 მლნ ლარის (26.0 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის სახაზინო ვალდებულებები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა 2.1-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.121პპ-ით შემცირდა და 8.947% შეადგინა. უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2024 წლის 9 იანვარს, სადაც 3-წლიანი 50 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები