დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროკავშირიდან იმპორტი მზარდია - TOP-5 პროდუქტი

ევროკავშირიდან იმპორტი მზარდია - TOP-5 პროდუქტი

19-11-2023 15:55:10

2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებიდან 2,720,834.90 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა. ეს მაჩვენებლები კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28%-იან ზრდას აჩვენებს. 2022 წლის 9 თვეში საქართველომ ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოდან სულ 2,128,120.57 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოიტანა.

ბოლო წლების სტატისტიკით ევროკავშირიდან იმპორტი საკმაოდ მზარდია, 2022 წელს საქართველომ ევროკავშირიდან 3,060,411.95 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია იყიდა, რაც წლიურ ჭრილში ისტორიული მაქსიმუმია. 

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო ევროკავშირში ყიდულობს:

მსუბუქი ავტომობილები - 328,008.75 ათასი დოლარი,

ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 189,699.51 ათასი დოლარი,

სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 175,461.27 ათასი დოლარი,

ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 84,755.12 ათასი დოლარი,

 სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 82,625.09 ათასი დოლარი.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები