საქართველომ, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, პირველად წარადგინა ეკონომიკური რეფორმების პროგრამის (ERP) ფარგლებში მომზადებული ინფორმაცია.
პროგრამასთან დაკავშირებით ევროპის ცენტრალური ბანკის მისიამ ვირტუალური შეხვედრა გამართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან, ნათია თურნავასთან და სებ-ის სხვადასხვა მიმართულებების ხელმძღვანელებთან.
ევროპის ცენტრალური ბანკის მისიის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ზოგადი მაკროეკონომიკური გარემო, სებ-ის მიერ გატარებული მონეტარული და სავალუტო პოლიტიკა, ისაუბრეს ფინანსურ სტაბილურობასა და საბანკო ზედამხედველობის კუთხით გატარებულ რეფორმებზე ევროკავშირის პრაქტიკებთან დაახლოების მიმართულებით.
მონეტარული პოლიტიკის კუთხით ყურადღება გამახვილდა ეროვნული ბანკის ჩარჩოზე, რომელიც ფოკუსირებულია ინფლაციის თარგეთირებაზე მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში.
"მოხარულები ვართ, რომ საქართველო, როგორც ევროპის კანდიდატი ქვეყანა, წელს პირველად მოხვდება ECB-ის შეფასებაში. ECB-ის მისიასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მდგრად მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, ასევე მისიის წევრებს გავაცანით მონეტარული პოლიტიკის არსებული ჩარჩო და მიმდინარე ამოცანები, ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები, გამოწვევები და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები. შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო და მოუთმენლად ველით მსგავსი ტიპის ორმხრივი დისკუსიების გაგრძელებას მომავალშიც", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
უახლესი
5 წუთის წინ
განვითარებაზე ორიენტირებული ბრენდი ვართ - IKANI1 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა3 საათის წინ
SOCAR-ი მწვანე ობლიგაციების გამოშვებას იწყებს5 საათის წინ
საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი იზრდება