დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,ეპ ჯორჯია გერენაციამ“ ენერგეტიკულ ბირჟაზე პირველი წარმატებული გარიგება განახორციელა

,,ეპ ჯორჯია გერენაციამ“ ენერგეტიკულ ბირჟაზე პირველი წარმატებული გარიგება განახორციელა

24-07-2024 17:58:00

საქართველოს ენეგეტიკულ ბირჟაზე პირველი წარმატებული გარიგება განხორციელდა. სს ,,ეპ ჯორჯია გენერაციამ“ ბირჟაზე ელექტროენერგია გაყიდა.

„მოხარულები ვართ, რომ ენერგეტიკულ ბირჟაზე პირველი წარმატებული გარიგება სწორედ სს ,,ეპ ჯორჯია გენერაციამ“ განახორციელა. 23 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ელექტროენერგია 24 ივლისის ფიზიკური მიწოდების დღისთვის გაიყიდა“-  განაცხადა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ კორპორაციული და საერთაშორისო ელექტროენერგიით ვაჭრობა-ანგარისწორების დეპარტამენტის წარმომადგენელმა გრიგოლ ბეჭვაიამ.

სს ,,ეპ ჯორჯია გენერაცია“ სათანადო პირობებში,  მომავალშიც განაგრძობს ენერგეტიკულ ბირჟაზე აქტივობას.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები