ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ესკალაციის ფონზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ანტონი ბლინკენს თელ-ავივში თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინაში შეხვდა.
ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა.
გაფართოებული შეხვედრის დაწყებამდე ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა ბლინკენს ისრაელისადმი შეერთებული შტატების უპირობო მხარდაჭერისთვის.
ნეთანიაჰუს მოლაპარაკებებზე თან ახლდნენ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი, სტრატეგიული დაგეგმვის მინისტრი რონ დერმერი, ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ცაჩი ჰანეგბი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები.
ბლინკენთან ერთად თელ-ავივში ჩავიდნენ მისი თანაშემწეები ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ბარბარა ლიფი, ამერიკის ელჩი ისრაელში დევიდ მელექ ფრიდმანი და სხვა პირები.
გაფართოებული შეხვედრის შემდეგ ნეთანიაჰუ და ბლინკენი პირად მოლაპარაკებებს გამართავენ, შემდეგ კი მედიისთვის განცხადებას გაავრცელებენ.
მომავალში კიდევ ერთი შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი, სახელმწიფო ბანაკის პარტიის ხელმძღვანელი ბენი განცი და პარლამენტის წევრი გადი ეიზენკოტი.
უახლესი
18 საათის წინ
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა გახდეთ SOLO19 საათის წინ
ჯადოსნური საშობაო ბაზრობა შატო მუხრანში