ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებასთან დაკავშირებით შიდა რისკები პრაქტიკულად არ არსებობს, გარე რისკები ისევ რჩება,- ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის საომარი მოქმედებები რეგიონში და აქედან გამომდინარე, ენერგეტიკულ რესურსებზე მაღალი ფასები.
„თუმცა საბოლოო ჯამში, მთავრობის გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა გადაწყვეტილებას ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით. სისტემა მზადაა, ტესტირება ჩატარებულია, ბაზრის მონაწილეები მომზადებული არიან და შესაბამისად, დაველოდოთ მთავრობის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ენერგეტიკული ბირჟა 2024 წლის ივლისიდან უნდა ამოქმედდეს.
უახლესი
3 საათის წინ
განვითარებაზე ორიენტირებული ბრენდი ვართ - IKANI5 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა7 საათის წინ
SOCAR-ი მწვანე ობლიგაციების გამოშვებას იწყებს8 საათის წინ
საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი იზრდება