დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ენერგეტიკული ბირჟა დღით ადრე და დღიური ბაზრების რეალურ რეჟიმში ფუნქციონირებისათვის ნორდ პულსთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს

ენერგეტიკული ბირჟა დღით ადრე და დღიური ბაზრების რეალურ რეჟიმში ფუნქციონირებისათვის ნორდ პულსთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს

13-11-2023 14:00:03

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა მიერ დღით ადრე და დღიური ბაზრების რეალურ რეჟიმში ფუნქციონირებისათვის საჭირო მომსახურებას გამარტივებული წესით შეიძენს. რეალურად საუბარია არსებულ კონტრაქტორთან ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივებაზე, რადგანაც ბირჟის ამოქმედების ვადამ 2023 წლის 1 ივლისიდან 2024 წლის 1 ივლისამდე გადაიწია  და შესაბამისად სენბისა და ნორდ პულს შორის უნდა დაიდოს თანამშრომლობის ახალი შეთანხმება. ნორდ პულთან მომავალი თანამშრომლობის შესახებ შეუთანხმებლობით გამოწვეული ზიანის არიდების (მომსახურების მიწოდების შეწყვეტა, რეალური პლატფორმით მომსახურების საფასური დარიცხვის დაწყება, სამართლებრივი დავა სენბის წინააღმდეგ ხელშეკრულებით შეუსრულებელ ვალდებულებებზე) მიზნით, ასევე მრავალწლიანი თანამშრომლობის გათვალისწინებით, 2023 წლის 6 ოქტომბერს სენბიმ ნორდ პულისგან მიიღო ახალი პირობების შეთავაზება (შეთავაზება) მომავალი თანამშრომლობის შესახებ. შეთავაზების მიხედვით:

მომსახურების გაწევის პერიოდი კვლავ დარჩეს 3 წელი, როგორ ეს არის გათვალისწინებული არსებული თანამშრომლობის შეთანხმებითაც;

დღით ადრე და დღიური ბაზრების რეალური ოპერირების მომსახურების ღირებულება შეადგენს 1,388,700 ევროს 3 წლის განმავლობაში, დამატებით, საკონსულტაციო მომსახურებისათვის სენბი მოიაზრებს 24,000 ევროს განსაზღვრას.

მიუხედავად იმისა, რომ კონცეფციით ბირჟის გაშვების თარიღად განისაზღვრა 1 ივლისი, ნორდ პული მზადაა, საჭიროების შემთხვევაში (თუ ასეთი საჭიროება დადგენა საქართველოს მთავრობის მიერ ბირჟის გაშვების კიდევ ერთხელ გადავადების შემთხვევაში), რეალური პლატფორმით მომსახურების მიწოდება და შესაბამისად საფასურის დარიცხვა არ დაიწყოს კონცეფციით განსაზღვრული ვადიდან 10 თვის განმავლობაში, 2025 წლის 1 მაისამდე.

ამავდროულად, ასევე საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების ფასის ღირებულების შეუცვლელად გასწიოს სატესტო პლატფორმით მომსახურება არაუგვიანეს 2025 წლის 1 მაისამდე (სატესტო პლატფორმით მომსახურების დასრულების ბოლო ვადა უნდა ემთხვეოდეს დღით ადრე ან/და დღიური ბაზრების გაშვების უკიდურეს შესაძლო ვადას). ნორდ პულმა შეთავაზებაში გაითვალისწინა კონცეფციის თარიღზე დამატებით 10 თვიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც, ნებისმიერ დროს, ნორდ პულთან შეთანხმებით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სენბის შეუძლია გამოაცხადოს ბირჟის რეალური ფუნქციონირება - სატესტო და რეალური პლატფორმების ფასის შეუცვლელად;

 

2025 წლის 1 მაისის შემდეგ, მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა ბირჟის ამოქმედება, ნორდ პული დაიწყებს მომსახურების რეალური პლატფორმით მომსახურების საფასურის დარიცხვას ითვალისწინებს რა ბაზრის გადადების ობიექტურ მიზეზებს, რომელიც შესაძლოა კვლავ არსებობდეს მომავალში, საჭიროების შემთხვევაში (თუ ასეთი საჭიროება დადგენა საქართველოს მთავრობის მიერ ბირჟის გაშვების კიდევ ერთხელ გადავადების შემთხვევაში), რეალური პლატფორმით მომსახურების მიწოდება და შესაბამისად საფასურის დარიცხვა არ დაიწყოს კონცეფციით განსაზღვრული ვადიდან (2024 წლის 1 ივლისიდან) და სენბის განუსაზღვროს დამატებითი ვადა 2025 წლის 1 მაისამდე მომსახურების მიღების დაწყებისათვის. ამავდროულად, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების ფასის ღირებულების შეუცვლელად გასწიოს სატესტო პლატფორმით მომსახურება არაუგვიანეს 2025 წლის 1 მაისამდე. აღნიშნული სენბის აძლევს საშუალებას, თავიდან იქნეს აცილებული ზიანი (მათ შორის სენბის მიერ რეალური პლატფორმით მომსახურების საფასურის გადახდის დაწყება 2024 წლის 1 ივლისიდან ან მორიგი გადადების პირობებში, ხელახალ მოლაპარაკებებში შესვლით შესაძლოა, რომ მივიღოთ გაზრდილი სატესტო და საოპერაციო ღირებულებები) და სენბის იყოს უპირატეს მდგომარეობაში ბაზრის კიდევ ერთხელ გადავადების შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების მიღების დაწყების აღნიშნული ვადა (2025 წლის 1 მაისი) სცდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედების ვადებს, იგივე სენბის არ წარმოუშობს დამატებით ხარჯს, თუ ბაზრების ამოქმედება მოხდება 2024 წლის ივლისს და ამავდროულად აძლევს ხარჯების დაზოგვის საშუალებას თუ მოხდება ბაზრის გახსნის კვლავ გადავადება;

სენბი ნორდ პულს გადაუხდის ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების საფასურის 12 თვის ღირებულებას, თუ უარს განაცხადებს პლატფორმით სარგებლობის დაწყებაზე 2025 წლის 1 მაისიდან. აღნიშნული პირობით იზღუდება ნორდ პულის მიერ შეთანხმებით განსაზღვრული სრული (სამწლიანი) პერიოდის მომსახურების შესაბამისი მოთხოვნა თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. ამავდროულად, ძალაში დარჩება 12 თვით ადრე შეტყობინების ვალდებულება ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული 12 თვის განმავლობაში სენბი არ თავისუფლდება მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისგან.

აღსანიშნავია, რომ სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“ (სენბი) არის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ლიცენზირებული დღით ადრე და დღიური ბაზრების (ბირჟის) ლიცენზირებული ერთადერთი ოპერატორი საქართველოში. ოპერატორის ფუნქციები და ვალდებულები განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით, რომელთა შორის აღნიშნული შესყიდვების მიზნებისათვის გამოსაყოფია.

ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება - ითვალისწინებს ენერგეტიკის სექტორში ევროკავშირის დირექტივების დანერგვით საქართველოში კომპლექსური რეფორმების გატარებას;

„ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ ოქმი“ - ავალდებულებს საქართველოს, შექმნას ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ენერგეტიკული ბაზარი, განავითაროს კონკურენცია, გააუმჯობესოს საინვესტიციო გარემო; აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ასოცირების შეთანხმებით და ენერგეტიკულ გაერთიანებასთან გაფორმებული ოქმით გათვალისწინებულია დროში კონკრეტულად გაწერილი ვალდებულებები. ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი

დირექტივები და რეგულაციები, რომლებიც უნდა შესრულდეს ოქმით დადგენილ სავალდებულო და კონკრეტულ ვადებში.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები