2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ექსპორტზე 103,286.51 ათასი დოლარის ღირებულების 1,468,188.05 ათასი კვტ.სთ ელექტროენერგია გაიტანა. ეს მაჩვენებლები კი 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან 51%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ექსპორტზე 971,005.3 ათასი კვტ.სთ ელექტროენერგია გაყიდა.
საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის ნომერ პირველი ექსპორტიორი ქვეყანა თურქეთია, სადაც 9 თვეში 94,015.29 ათასი დოლარის ღირებულების ელექტროენერგია ექსპორტირდა. ვინაიდან საქსტატის საიტზე ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობა ქვეყნების მიხედვით კვტ.სთ-ში ჩაშლილი არ არის, ამიტომ შედარებას ღირებულებით ნაწილში ვახდენთ. მაშ ასე, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტირებული ელექტროენერგიის 91%-ი თურქეთზე მოდის. მეორე პოზიციაზე კი აზერბაიჯანია, რომელზედაც ელექტროენერგიის ექსპორტის 5%-ი მოდის.
სად გაყიდა საქართველომ ელექტროენერგია - 2023 წლის იანვარ-სექტემბერის მონაცემები
თურქეთი - 94,015.29 ათასი დოლარი,
აზერბაიჯანი - 5,147.94 ათასი დოლარი,
სომხეთი - 4,116.35 ათასი დოლარი,
რუსეთი - 6.93 ათასი დოლარი.
უახლესი