საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ ალმატიში საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის შესაძლებლობების განვითარების ცენტრის (CCAMTAC) ორგანიზებულ სტატისტიკის საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა.
სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართა ინტერაქტიული სესიები, სადაც მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს სტატისტიკის ეროვნული სტრატეგიები და იმსჯელეს სწრაფად განვითარებად ციფრულ ლანდშაფტში მონაცემების შეგროვებასთან და დამუშავებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.
სესიაზე, სახელწოდებით „მონაცემთა ეროვნული სტრატეგია: ძლიერი ინსტიტუტების მშენებლობა და სტატისტიკურ მონაცემთა გაზიარების ქსელების შექმნა დიდი მონაცემების სამართავად“, ეკატერინე მიქაბაძემ მონაცემთა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საქმეში საქართველოს ეროვნული ბანკის ძალისხმევაზე გაამახვილა ყურადღება.
ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მონაცემთა მართვისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მნიშვნელობას. ისაუბრა მონაცემთა ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციის მიზნით ღრუბლოვან, შიდა და ჰიბრიდულ გადაწყვეტებზე. განიხილა სტატისტიკის რეალურ დროში დამუშავების გაუმჯობესების შესაძლებლობებზე.
უახლესი
7 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო