დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ძალიან გვიხარია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების სულ მცირე 35%-ი გოგონაა - მაგდა მაღრაძე

ძალიან გვიხარია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების სულ მცირე 35%-ი გოგონაა - მაგდა მაღრაძე

07-08-2024 12:55:00

ქალების ჩართულობა ტექნოლოგიებში მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევას წარმოადგენს, რადგანაც ვიცით რომ საინჟინრო, საბუნებისმეტყველო ანუ STEM დარგებში მსოფლიოში დაახლოებით მხოლოდ 34%-ი არს ქალი, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ტექნოლოგიების სექტორში ქალების ჩართულობაზე საუბრისას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კანცლერმა მაგდა მაღრაძემ განაცხადა. 

 მაღრაძის თქმით, აღნიშნული გამოწვევის წინაშე დგას საქართველოც. 

„არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ეს ითვლება ერთ-ერთ დიდ გამოწვევად. საქართველოში ჩატარებულმა კვლევებმა, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ჩაატარა აჩვენა, რომ გოგონები სასკოლო პერიოდში, სკოლაში უფრო კარგ შეფასებებს იღებენ მათემატიკაში, ქიმიაში, ფიზიკაში ანუ საბუნებისმეტყველო საგნებში და მათემატიკაში, ვიდრე ბიჭები. შესაბამისად თითქოს შემდგომ უფრო მეტმა ქალმა უნდა აირჩიოს STEM განათლება უმაღლესი, ან პროფესიული განათლების დონეზე და შემდგომ დასაქმდნენ ამ დარგებში. მაგრამ სამწუხაროდ რეალობა არის სხვაგვარი და ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილი STEM-ში. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2020 წლიდან ფუნქციონირებს და დღეისათვის გვყავს 1100 სტუდენტი და ძალიან გვიხარია, რომ აქედან სულ მცირე 35%-ი ჩვენი სტუდენტებისა არის გოგონა. და იცით, რომ ამჟამად მხოლოდ ტექნოლოგიების მიმართულებით გაქვს პროგრამები, ეს არის კომპიუტერული მეცნიერება, მენეჯმენტი, ტექნოლოგიები და სხვა“, - აღნიშნა KIU-ს კანცლერმა.

მისივე თქმით, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, საქართველოშიც არის გარკვეული პროგრამები, რაც ხელს უწყობს ქალების მეტ ჩართულობას ამა თუ იმ მიმართულებებში. 

„შემიძლია გითხრათ იმ უკუკავშირზე, რასაც ჩვენ გოგონებისგან და ქალებისგან ვიღებთ. საქართველოში არ გაქვს კარგი სტატისტიკა, რომ ზუსტად ვიცოდეთ რატომ არ მიდიან STEM-ში შემდგომ. თუმცა რამდენიმე მიზეზი ამისა, რაც ჩემს სამუშაო გამოცდილების პერიოდში გადავაწყდი ეს არის სტერეოტიპები და ოჯახი. ჯერჯერობით ჯერ კიდევ ითვლება, რომ ქალი ინჟინერიაში ნაკლებად მიმზიდველია და ნაკლებად უნდა იყოს წარმოდგენილი. რა თქმა უნდა ოჯახი ახდენს გავლენას, იმიტომ, რომ როდესაც ახალგაზრდა, 16-17 წლის ასაკში ირჩევს პროფესიას, მშობლებს რაღაც ტიპის გავლენა აქვთ. შემდგომ დასაქმების ბაზარზე თუ STEM-ში განათება არ აქვს მიღებული დასაქმებაც დაბალია.  ჩემი აზრით, ძირითადი გამოწვევა არის განათლების საფეხურზე, უმაღლესი და პროფესიული განათლების სექტორში. აქ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ ყველამ, ვინც ამ სექტორში ვმუშაობთ, რომ ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ ქალების ჩართულობა ტექნოლოგიებში, STEM-ში და ამისთვის ძალიან ბევრი პროგრამაა საქართველოშიც დანერგილი. უცხოეთში გვაქვს ბრწყინვალე მაგალითები, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება. ნელ-ნელა სტატისტიკა უმჯობესდება. როდესაც ვამბობ, რომ უმჯობესდება გეტყვით, თუ საიდან მომაქვს ეს სიტყვები. ჩვენ შარშან დავიწყეთ კიბერუსაფრთხოების ტრენინგ პროგრამა, რომელიც არის 3 საფეხურიანი და სხვადასხვა კურსებს ვთავაზობთ როგორც დამწყებთ, ისე საშუალო რგოლს და განვითარებულ პროფესიონალებს. გვიხარია, რომ ამ კურსებში მონაწილე ადამიანების ნახევარი იყო ქალი. ეს არის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი. ქალების ჩართულობა მაღალია, რაც გამომდინარეობ იქიდან, რომ ჩვენ შევეცადეთ მონაწილეების, სტუდენტების რეკრუტირების დროს გაგვეკეთებინა აქცენტი ქალების ჩართულობაზე.  პროგრამები და შესაბამისი პოლიტიკა ქალთა გაძლიერების კუთხით ნამდვილად გვაძლევს კარგ შედეგს, რაც ჩვენ ჩვენი საქმიანობით დავინახეთ. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს აქვს გენდერული და სოციალური მიმართულებით სპეციალური პოლიტიკის დოკუმენტი, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ და ვცდილობთ, რომ ყველა ჩვენს პროგრამაში გენდერული თანასწორობა გამჭოლი პრიორიტეტი უყოს“, - აცხადებს KIU-ს კანცლერი. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები