დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დისნეის აქციების ფასი 6%-ით გაიზარდა

დისნეის აქციების ფასი 6%-ით გაიზარდა

26-08-2023 10:59:18

კომპანია Disney-მ მესამე კვარტლის ფისკალური შედეგები გამოაქვეყნა. ამ შედეგებიდან ვიგებთ, რომ კომპანიას აქვს სერიოზული გამოწვევები Streaming-ის მიმართულებით. 

 Disney +-ის გამომწერების რაოდენობა 7.4%-ით არის შემცირებული, ასევე საგრძნობლად იკლო Disney + Hotstar-ის გამომწერებმაც მთელი 24%-ით. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიამ ინდური კრიკეტის ლიგის ლიცენზია დაკარგა.

Disney-ს კინოსტუდიასაც რთული პერიოდი აქვს, რადგან რამდენიმე ახალ ფილმს ცუდი პერფორმანსი აქვს, მათ შორის, Elemental-სა და „ინდიანა ჯონსს“.

შემოსავლების შემცირების საწინააღმდეგოდ Disney აპირებს გაზარდოს ურეკლამო streaming-იწ გამოწერა და მკაცრად შეზღუდოს პაროლის გაზიარების პოლიტიკა, რისი ინსპირაციაც კომპანიას Netflix-ისგან აქვს

ასევე უნდა ითქვას, რომ Streaming-ის მიმართულების გამოწვევების მიუხედავად, გაზრდილია Disney Parks-ების შემოსავლები 13%-ით და კომპანია ამ მიმართულებას უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს მომავალში.

საბოლოოდ, მიუხედავად შერეული შედეგებისა, ინვესტორებზე მაინც კარგი გავლენა მოახდინა ფასების მატების შესახებ გაზიარებულმა ახალმა ამბავმა და აქციები წინა კვირაში 6%-ით არის გაზრდილი.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები