დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დღეისათვის ფერმერების მიერ 6 000 ტონამდე ხორბალია ჩაბარებული - ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია

დღეისათვის ფერმერების მიერ 6 000 ტონამდე ხორბალია ჩაბარებული - ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია

10-07-2024 11:18:00

საქართველოში ხორბლის აღების პროცესი დაიწყო. ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით უკეთესი მოსავლის და ფასის მოლოდინი არსებობს.

„მსოფლიო და რეგიონულ ბაზარზე მიმდინარე პროცესებმა ასახვა პოვა საქართველოს ხორბლის ბაზარზე. თუ მაისი თვის იმპორტირებული სასურსათო ხორბლის ფასი იყო 800 ლარი/ტონა)დღგ-ს ჩათვლით) - წისქვილში, 10 ივნისისათვის იმპორტირებული სასურსათო ხორბლის ფასი 730-750 ლარია. ქართული სასურსათო ხორბლის წისქვილში ჩაბარების ფასი კი ტონაზე 600 -650 ლარი.

საქართველოში მაისის წვიმებმა გააჩინა მოლოდინი, რომ ხორბლის ხარისხობრივი მაჩვენებელი და მათ შორის საჰექტარო მოსავლიანობა იქნება მაღალი. მიუხედავად იმ შეფერხებისა რომელიც დაფიქსირდა ალაზნის ველზე მოსავლის აღების დასაწყისში შარშანდელთან შედარებით უკეთესი მოსავლის და ფასის მოლოდინი კვლავ არსებობს.

დღეის მდგომარეობით ფერმერების მიერ ჩაბარებულია 6 000 ტონამდე ხორბალი. ტრადიციულად ფასის ტრენდიდან გამომდინარე ფერმერები ინდივიდუალურად წყვეტენ განახორციელონ ხორბლის ჩაბარება ამ პერიოდში, თუ დაასაწყობონ და შემდგომ პერიოდში მოახდინონ რეალიზაცია. ნაწილი ფერმერები ტრადიციულად აბინავეს, ფასის შესაძლო გაძვირების მოლოდინით და შემდგომ უფრო გვიან პერიოდში ხორბლის რეალიზაციის მიზნით.

დღეის მდგომარეობით ხორბლის ჩაბარების ტემპი და რაოდენობა მრავალწლიურ პრაქტიკასთან მიახლოებულია“, - განმარტავენ ასოციაციაში.

ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია ქართული ხორბლის და ანალოგიური ხარისხის იმპორტირებული ხორბლის ჩაბარების ფასის სხვაობაზეც ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ ქართული და იმპორტირებული ხორბლის მიწოდება განსხვავებული საგადასახადო რეჟიმებით ხდება.

„წელს პირველად სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაიწყო მოქმედება ხორბლის აღება ჩაბარების შტაბმა. რომლის შემადგენლობაში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად არიან : მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის(მეხორბლეების ), ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის (წისქვილები) და პურის მრეწველთა კავშირის (პურის მწარმოებლები) წარმომადგენლები. შესაბამისად ,ხორციელდება ფერმერების და წისქვილკომბინატების და პურის მწარმოებლების ღია და პირდაპირი კომუნიკაცია სასურსათო ხორბლის ჩაბარების კუთხით როგორც ხარისხის ასევე ფასის კუთხით, აგრეთვე მიმდინარეობს პირდაპირი მონიტორინგი ბაზარზე ფქვილის და პურის არსებული ფასებთან დაკავშირებით“, - აცხადებენ ასოციაციაში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები