დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დეკემბერში გვინდა გავმართოთ ეროვნული ზეიმი, გამარჯვების ზეიმი და კონცერტი - ირაკლი ღარიბაშვილი სტატუსის მონიჭებაზე

დეკემბერში გვინდა გავმართოთ ეროვნული ზეიმი, გამარჯვების ზეიმი და კონცერტი - ირაკლი ღარიბაშვილი სტატუსის მონიჭებაზე

27-11-2023 15:51:27

საქართველოს პრემიერ-მინიატრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ. 14 ან 15 დეკემბერს ცნობილი გახდება ევროსაბჭოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

„იმისდა მიხედვით როდის იქნება გადაწყვეტილება, 14 ან 15-ში, ამ თარიღს დავაზუსტებთ, ალბათ 15 დეკემბერს მოხდება ეს, გვინდა გავმართოთ საერთო, სახალხო, ეროვნული ზეიმი, ასე დავარქვათ, გამარჯვების ზეიმი და კონცერტი და ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის და ჩვენი მთავრობის, ხელისუფლების მუშაობის შედეგი", - თქვა პრემიერ-მინისტრმა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები