დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი საინვესტიციო საკონსულტაციო ფირმის Quadro Capital Partners-ის დამფუძნებელს გიდრიუს პუკასს შეხვდა. შეხვედრაში, ასევე მონაწილეობდა საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს, როგორც სავაჭრო ჰაბის მნიშვნელობა. სტუმრებმა გამოთქვეს საქართველოს სავაჭრო და ლოჯისტიკის სექტორებში ინვესტიციების განხორციელების შესახებ ინტერესი.
დავით სონღულაშვილმა სტუმრებს სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.
განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ანაკლიის საზღვაო პორტზე, ახლად დაგეგმილ საერთაშორისო აეროპორტის კვანძსა და ჩქაროსნულ გზატკეცილზე, რომელიც საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონებს დააკავშირებს.
საუბარი ასევე შეეხო ფოთის პორტს და საქართველოს სარკინიგზო სისტემას. მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.
უახლესი
10 საათის წინ
როგორია საქართველოში illy Caffè-ს გაფართოების გეგმები17 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე19 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა19 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს