ახალი არომატები „ოჯახურისგან“. კომპანიამ ბაზარზე პრემიუმ ხარისხის შებოლილი სუნელები გამოიტანა, რომელიც უკვე გაყიდვაშია. როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიის მარკეტინგისა და PR მენეჯერმა სალომე ნეფარიძემ განუცხადა, სუნელების არსებულ ასორტიმენტს დაემატა: შებოლილი პომიდორი, შებოლილი ქინძი, შებოლილი ხახვის ფანტელი, შებოლილი ომლეტის საკმაზი, შებოლილი საკმაზი მწვადისთვის.
„დავამატეთ ახალი გემოები. ამ პროდუქციას არა შებოლილი სახით აქამდეც ვაწარმოებდით. მაგალითად მწვადიც გვქონდა, ნიორიც, პაპრიკაც, ქინძიც და ხახვიც. ხახვი ორი სახეობის გვაქვს: დაღერღილი და დაფქული, მაგრამ ეს შებოლილები არის საერთოდ ახალი გემოები და ძალიან განსხვავდება ავთენტური ჩვეულებრივი მაგალითად, მწვადის საკმაზისგან. მთლიანობაში გვაქვს 7 ახალი შებოლილი საკმაზი: შებოლილი საკმაზი მწვადისთვის, შებოლილი ნიორი დაფქული სახით, შებოლილი საკმაზი ომლეტისთვის, რომელიც არის სრულიად ახალი პროდუქტი და რომელმაც ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია და ძალიან კარგი გამოხმაურებაც გვაქვს. პირად შეტყობინებებში გვწერენ მომხმარებლები თუ რა არის შემადგენლობაში და ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია იმ საწყისი ეტაპისთვის. გვაქვს ასევე შებოლილი შავი პილპილი, ესეც დაფქულ მდგომარეობაში და გვაქვს შებოლილი პომიდორი, რომელიც არის დაღერღილ მდგომარეობაში და ძალიან უხდება სხვადასხვა სალათებს, ფრეშად ვინც ამზადებს კერძებს და უნდა, რომ რაღაც განსხვავებული და პიკანტური გემო შესძინოს კერძს, მათთვის არის იდეალური ვარიანტი.
ტიკ-ტოკზე უცხოელი ინფლუენსერები ძალიან ხშირად იყენებენ და თვითონვე ამზადებენ. ამას სჭირდება ძალიან დიდი დრო და რესურსი. პომიდორი შრება და შემდეგ, ვისაც სურს შებოლვაც ხდება. შეიძლება ითქვას, რომ პირველები ვართ ვინც ამდენი სახეობის სხვადასხვა შებოლილი საკმაზი დაამატა და ცალკე ჩვენი ხაზი და მიმართულებაა ესეც.
ამის გარდა, კიდევ ორი პროდუქტი გვაქვს. ეს არის შებოლილი ქინძი დაფქულ მდგომარეობაში და შებოლილი ხახვი ფანტელი. ვისაც უნდა, რომ განსხვავებული გემოები ათამაშოს და რაღაც ახალი სცადოს სამზარეულოში სწორედ მათთვის შევქმენით ეს ახალი გემოები და ვფიქრობ, რომ უკვე ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია და ველოდებით, რომ სხვა იმ პროდუქტებთან ერთად, რომელიც გვაქვს ასორტიმენტში თავის კუთვნილ კარგ და საამაყო ადგილს დაიკავებს მომხმარებლების სამზარეულოშიც და ყოველდღიურადაც აქტიურად გამოიყენებენ. დაახლოებით დეკემბრიდან მოხდა ბაზარზე აღნიშნული პროდუქტების დამატება. პროდუქცია ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია „ფრესკოში“ და „გუდვილში“. ველოდებით სხვა მარკეტებიდანაც დასტურს პროდუქციის დამატებაზე. ეს გარკვეულ ეტაპებს მოიცავს: უნდა გაიგზავნოს პროდუქტის აღწერილობა, ზოგიერთი მარკეტი ნიმუშებს ითხოვს, რომ ჯერ გატესტონ, შეამოწმონ. დასაწყისისთვის ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგად აიტაცა მომხმარებელმა. სრულიად ახალი პროდუქტი დახვდა სტენდზე და დააინტერესა ვფიქრობ, პირველ რიგში მისმა ვიზუალმა“, - ამბობს სალომე ნეფარიძე.
კომპანიის ცნობით, მათი ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაში მომხმარებელი აქტიურადაა ჩართული, რადგანაც მათი უკუკავშირის შედეგად „ოჯახური“ მათ საჭიროებებზე იღებს ინფორმაციას და ადეკვატურადაც პასუხობს - ბაზარზე გამოაქვს ის პროდუქტი, რასაც მომხმარებელი ითხოვს.
„ძალიან ხშირად ვატარებთ სხვადასხვა სახის გამოკითხვებს, თუნდაც სოციალურ ქსელებში ჩვენს გვერდზე. გარდა ამისა, მომხმარებლები თავადვე გვწერენ პირად შეტყობინებებში, რომ აი ხომ არ დაამატებდით ამას? რომელიმე მომხმარებელმა შეიძლება საზღვარგარეთ იმოგზაუროს და ნახოს რაღაც ახალი გემო და გვითხრას. ჩვენთვის არის ეს ძალიან დიდი ინსპირაცია და თვითონ თავად მომხმარებლები გვეხმარებიან იმაში, რომ ასორტიმენტი კიდევ უფრო გავზარდოთ და გავამრავალფეროვნოთ. შეიძლება ითქვას ისიც, რომ დაახლოებით 90-ზე მეტი, თითქმის უკვე 100 სახეობის სხვადასხვა სურნელ-სანელებელს ვაწარმოებთ და უმეტესობა შემიძლია გითხრათ, რომ მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე და მათი დაინტერესებიდან გამომდინარე დავამატეთ. მომხმარებელს აინტერესებდა, უნდოდა და ბაზრის მოთხოვნის გამო დავამატეთ ასორტიმენტში“, - აცხადებს „ოჯახურის“ წარმომადგენელი სალომე ნეფარიძე.
„ოჯახური“ ქართული სუნელების კომპანია.
„ჩვენ გთავაზობთ 90-მდე უნიკალურ და განუმეორებელ სანელებელს. თაობების მანძილზე გადაცემულ ტრადიციულ რეცეპტებზე ფოკუსირებით, თითოეული პროდუქტი პროფესიონალურად არის შემუშავებული და შეფუთული თანამედროვე გზით, რაც აადვილებს მომზადების პროცესს და განსაკუთრებულ არომატს სძენს კერძებს.
ჩვენი სლოგანი „ოჯახური ტრადიციები თანამედროვე შეფუთვაში“ მეტყველებს ჩვენს ვალდებულებაზე, შევინარჩუნოთ ქართული სამზარეულოს მდიდარი მემკვიდრეობა და გავხადოთ იგი ყველასთვის ხელმისაწვდომი.
მიუხედავად იმისა, გამოცდილი მზარეული ხარ თუ არა, „ოჯახურის“ სანელებლები იდეალური შტრიხია თქვენს სამზარეულოში.
სცადეთ დღესვე და შემატეთ თქვენს სუფრას ქართული გემო და არომატი“, - აღნიშნულია „ოჯახურის“ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
უახლესი
2 საათის წინ
„ჰენდი“ ასორტიმენტს აფართოებს