დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დაისვენე Twins Wine House-ში, გადაიხადე საკრედიტო AmEx ბარათით და დაიბრუნე თანხის 20% შენს ანგარიშზე

დაისვენე Twins Wine House-ში, გადაიხადე საკრედიტო AmEx ბარათით და დაიბრუნე თანხის 20% შენს ანგარიშზე

27-08-2023 18:59:00

დაისვენე Twins Wine House-ში, გადაიხადე საკრედიტო AmEx ბარათით და დაიბრუნე თანხის 20% შენს ანგარიშზე.

სასტუმრო მოიცავს 30 კომფორტულ, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ნომრებს, საკონფერენციო დარბაზს, აუზსა და ღია რესტორანს ვენახში, სადაც ტარდება კულინარიული მასტერკლასები – თონეში პურის ცხობა, ჩურჩხელის ამოვლება, ხაჭაპურის, ხინკლის, მწვადის დამზადება.

ქეშბექი ვცელდება მხოლოდ ნომრის ღირებულებაზე.

მისამართი: Twins Wine House- ნაფარეული, თელავი

შეთავაზებით სარგებლობის ბოლო დღე: 08.09.2023

საკონტაქტო ინფორმაცია: 595 22 64 04

ვებ-გვერდი: https://twinswinehouse.com/en

ტყუპმა ძმებმა გია და გელა გამტკიცულაშვილებმა საოჯახო ქვევრის ღვინის კომერციული წარმოება 1997 წლიდან დაიწყეს. ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდი უძველესი ქართული ტრადიციაა, რომელიც გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO, 2013) კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა. ამ მეთოდს ძმებმა თავიანთი ოჯახური ცოდნაც დაუმატეს და დღეს ერთ-ერთ გამორჩეულ პროდუქტს ქმნიან, რომლის ხარისხსაც ყველაფერი ერთად ქმნის: დამზადების პირობები, ადგილმდებარეობა, ჰავა და განწყობა, რომელიც კომპანიის სულისკვეთებას გამოხატავს.

ტყუპების მეღვინეობა მდებარეობს კახეთის რეგიონში, თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში. კახეთი რომ საქართველოში ღვინის სამშობლოა, ეს ყველასთვის კარგადაა ცნობილი. ნაფარეულის ღვინის მიკროზონა განლაგებულია მდინარე ალაზნის ხეობის მარცხენა სანაპიროზე. მას ზომიერი, გაწონასწორებული ჰავა და ისეთი ნიადაგის მახასიათებლები აქვს, რომელიც ყურძენს საოცარ ტონებს ანიჭებს და ღვინოს კიდევ უფრო გემრიელს ხდის.

დღესდღეობით ტყუპების საღვინე სახლი წელიწადში დაახლოებით 250 000 ლიტრ ღვინოს აწარმოებს და მომხმარებელს რჩეული ჯიშებით დამზადებულ სხვადასხვა სახეობის ღვინოს სთავაზობს. ამ ღვინის დაგემოვნება შესაძლებელია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 

ტურისტული კომპლექსი

გარდა ღვინის წარმოებისა, „ტყუპების საღვინე სახლი” სასტუმროს კომპლექსსაც აერთიანებს. ის მოიცავს თანამედროვე ნომრებს, ქვევრისა და ღვინის მუზეუმს, ღია და დახურული ტუპის მარნებს, ღია აუზსა და საუნას, სარესტორნო და საბანკეტო სივრცეებს, სადაც საუკეთესოდ შეგიძლიათ გაატაროთ დრო. კომპლექსი მუდამ ღიაა როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრებისთვის.

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები