დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი მიზანია, გავუმარტივოთ კომპანიებს ჯანსაღი და გემრიელი კვების ორგანიზება - Deka

ჩვენი მიზანია, გავუმარტივოთ კომპანიებს ჯანსაღი და გემრიელი კვების ორგანიზება - Deka

16-01-2025 10:00:00

Deka • დეკა არის კორპორატიული კვების ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს ყოველდღიურ საკვებ მომსახურებას. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ლანჩ-ბოქსების, ცომეულის და ჯანსაღი კერძების მიწოდებას, როგორც ინდივიდუალური შეკვეთებისთვის, ასევე ღონისძიებებისათვის„დეკა“ - შექმნის იდეაზე, სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს აკაკი დეკანოსიძეს ესაუბრა.

როგორია Deka • დეკა-ს შექმნის ისტორია, საქმიანობის სფეციფიკა და რას სთავაზობს კომპანია დღეს მომხმარებლებს?

კვების საკითხი საკმაოდ სპეციფიკური და სენსიტრიურია - სწორედ აქედან გამომდინარე გაჩნდა კომპანიის შექმნის იდეა, რომელსაც საკმაოდ მცირე დროში დიდი გამოხმაურება და დაინტერესება მოყვა. . საქმიანობა დავიწყეთ 10 მაისს. გადავწყვიტე Deka • დეკა თავად შემექმნა, დღეს კი კომპანიებს, ქარხნებს და სხვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ვთავაზობთ სერვისს.  საქმე საკმაოდ რთული აღმოჩნდა, თუმცა მთავარია გულით მოეკიდო საქმეს  და ბოლომდე შეისწავლო ძირფესვიანად. პროცესში ბევრ გამოწვევას გადავაწყდი, თუმცა საბოლოო ჯამში ესეც დავძლიეთ.

მიმდინარე ეტაპზე, საქმიანობის დაწყებიდან 1 წელიწადშიი საწარმოს შენების პროცესში ვართ, რაც ძალიან რთულია ნებისმიერი დამწყები კომპანიისათვის. 

როგორია Deka • დეკა-ს ასორტიმენტი?

ჩვენი ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია და მუდმივად ვცდილობთ მოვერგოთ მომხმარებლის საჭიროებებს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მოთხოვნადი ლანჩ ბოქსებია, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს მარტივ, ჯანსაღ და ესთეტიურ საკვებს ვთავაზობთ. ამასთან, მისი მთავარი უპირატესობა ისიცაა, რომ საკმაოდ სწრაფად მზადდება. ამავდროულად, ისიც უნდა ითქვას, რომ თერმო ლანჩ ბოქსების შემთხვევაში მაქსიმალურად ხდება ტემპერატურის შენარჩუენება და შესაბამისი დღის რაციონის მიწოდება მომხმარებლებისათვის.

დასახელებული, ჩვენი ერთგვარი კონკურენტული უპირატესობაც არის, რასაც ბაზარზე ძალიან იშვიათად შეხვდებით. 

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენთვის კომუნიკაცია მთავარი პრიორიტეტია - ანალიგიური მიდგომა გვაქვს პარტნიორებთან.  აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობთ რომ მათ მუდმივად განახლებული შეთავაზებები ჰქონდეთ ჩვენი მხრიდან. გუნდის თითოეული წევრი მაქსიმალურად ჩართული ვართ პროცესში - ვცდილობთ დავაფასოთ ერთმანეთი. ეს არ არის მხოლოდ საქმე, ეს არის დიდი ოჯახი.

თუმცა ბაზარზე ბევრი გამოწვევა, რაც ბუნებრივია ჩვენთვისაც საქმიანობის ნაწილში სირთულედ იქცა. მაგალითისთვის, კომპანიებს ახასიათებთ საქმიანობის საწყის ეტაპზე ხარისხიანი სერვისის და პროდუქტის შეთავაზება, შემდგომ კი აღნიშნულის რადიკალურად ცვლილება, რაც მსგავსი სერვისის მიმწოდებლების მიმართ კომპანიების უნდობლობას იწვევს. მსგავს პრობლემებზე კომპანიები ჩვენთან კომუნიკაციაში ხშირად აღნიშნავდნენ. აქედან გამომდინარე და ჩვენს ზოგად სულისკვეთებაზე დაყრდნობითაც, მიზნად ხარისხზე ორიენტირება დავისახეთ, რაც ნამდვილად გამოგვარჩევს. 

გარდა ამისა, უპირველეს ყოვლისა ჩვენი პროდუქტების გემო მთავარი უპირატესობაა, რასაც მომხმარებლები ჩვენთან კომუნიკაციაში ხშირად აღნიშნავენ. ჩვენც სწორედ ამას ვცდილობთ, რომ კვება არ იყოს მხოლოდ ფორმალობა და ფორმალური მხარე, ყველაფერი უკავშირდებოდეს ემოციებს და კარგ განწყობას რა თქმა უნდა.

როგორია Deka-ს სამომავლო გეგმები?

დეკას სამომავლო გეგმები საერთო ჯამში არის დაფარვის ზრდა -  ყველა იმ კომპანიაში შესვლა, სადაც ჩვენი სერვისის საჭიროება დგას. რაც შეეხება კონკრეტულ გეგმას, 2025 წელს უმნიშვნელოვანესი იქნება ახალ, დიდ საწარმოში გადასვლა, მსხვილი და მდგრადი პარნიორების მოძიება.   

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები