დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენ მოვახერხეთ, რომ 10%-ზე მეტით გაგვეზარდა ჩვენი ეკონომიკა, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე ქვემოთ არის - პრემიერი

ჩვენ მოვახერხეთ, რომ 10%-ზე მეტით გაგვეზარდა ჩვენი ეკონომიკა, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე ქვემოთ არის - პრემიერი

18-12-2023 14:53:00

ბოლო 2 წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ინფლაცია წელს სამიზნე მაჩვენებლზე ქვემოთ არის. 

„მიუხედავად ამ დიდი გამოწვევებისა და კატაკლიზმებისა, რომელიც მთელ მსოფლიოში ხდება, მაშინ როდესაც წამყვანი ქვეყნების ეკონომიკა მცირდება, ჩვენ მოვახერხეთ, რომ 10%-ზე მეტით გაგვეზარდა ჩვენი ეკონომიკა. წელს 7-%ზე მეტის გვაქვს ეკონომიკური ზრდა. ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე ქვემოთ არის. ეს წნეხი მთლიანად მოიხსნა, ამ წლის მუშაობს შედეგია სწორედ ინფლაციის მართვა და კონტროლი“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები