დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბიზნესისთვის არაფერი შეიცვლება - ავტოდილერი 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვაზე

ბიზნესისთვის არაფერი შეიცვლება - ავტოდილერი 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვაზე

12-06-2023 18:00:19

საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 2013 წლამდე გამოშვებული მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შეწყდება, ხოლო  ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის რეგულაცია 2025 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. 

ბიზნესი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გარემოსდაცვის მოტივითაა მიღებული, რაც საბოლოო ჯამში ქვეყანაში ძველ ავტოპარკს შეამცირებს.

კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორის გიორგი სურგულაძე Business Insider Georgia-თან საუბარში ამბობს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმება.

თუმცა ბიზნესმენის თქმით, აღნიშნული რეგულაციას გავლენა ავტოიმპორტიორთა ბიზნესზე არ ექნება, რადგანაც დღეს ქვეყანაში 10 წელზე ზემოთ ავტომობილების იმპორტი ისედაც ძალიან მცირეა. 

„კარგი გადაწყვეტილება. 10 წელზე მეტი ხანდაზმულობის ავტომობილები საქართველოში ისედაც ძალიან მცირე რაოდენობით შემოდის, რადგანაც რეექსპორტზე იმ ქვეყნებშიც ანალოგიური შეზღუდვებია დაწესებული და გადაწყვეტილება არანაირ გავლენას არ მოახდენს ბაზრის კონიუნქტურაზე. 

რაც შეხება ფასებზე გავლენას, არა მგონია ამან ბაზარზე იმოქმედოს. იმდენად მცირე რაოდენობით შემოდის ხანდაზმული მანქანები ქვეყანაში. იმპორტის მაჩვენებელი მაღალიც რომ იყოს ვერაფერს ვერ ვიზამთ, აკრძალვა აკრძალვაა. იმ ავტომობილების ფასი რაც ბაზარზე წლოვანების მიხედვით არის წარმოდგენილი იგივე დარჩება. უბრალოდ იაფიანი ძველი ავტომობილები ნელ-ნელა ამოვა ხმარებიდან და აღარ იქნება. თვითონ ბიზნესისთვის,  არანაირ ცვლილებას არ გამოიწვევს“, - აცხადებს გიორგი სურგულაძე.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები