დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბიუჯეტში ანაკლიის პროექტის დაფინანსების წყარო გაჩნდა - ლაშა ხუციშვილი

ბიუჯეტში ანაკლიის პროექტის დაფინანსების წყარო გაჩნდა - ლაშა ხუციშვილი

29-09-2023 15:09:07

ანაკლიის პროექტის დაფინანსების წყარო გაჩნდა ბიუჯეტში და მიმდინარე სამუშაოების დაფინანსება დაიწყება აღნიშნული თანხებით, - ამოს შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„რაც შეეხება ანაკლიის დაფინანსებას მომდევნო წელს, თქვენ იცით, რომ კონკურსის პროცესში ვართ, სადაც უნდა გამოვლინდეს კომპანია, რომელიც იქნება ჩართული მშენებლობისა და ოპერირების პროცესში. ბუნებრივია ამ პროცესში ბევრი დეტალია, რაც შემდგომ იქნება დაზუსტებული.

საქართველოს პარლამენტში მიმდინარე წარდგენილ ბიუჯეტში ეს თანხები არ იქნება ასახული, თუმცა იქნება ასახული ოქტომბრის ბოლოს, როდესაც იქნება [ბიუჯეტის პროექტის] მეორე წარდგენა და უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება ამ მიმართულებით.  თუ რა თანხების იქნება საჭირო ამ მიმართულებით, ეს 2024 წელს სრულად იქნება ასახული. დაახლოებით ერთი თვის პერიოდია, რომ უფრო მეტი ინფორმაცია გვქონდეს“, - აღნიშნა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი არ იქნება ვალისა და დეფიციტის მიმართულებით შეცვლილი, თუმცა ხარჯვის კუთხით ცვლილებები იქნება.

„მათ შორის ერთ-ერთი საკითხი ანაკლიის პროექტი იქნება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები