დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბერლინში 9 მაისს საბჭოთა და რუსეთის დროშები აკრძალეს

ბერლინში 9 მაისს საბჭოთა და რუსეთის დროშები აკრძალეს

09-05-2023 10:21:54

ბერლინ-ბრანდენბურგის უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ 8 და 9 მაისს სამახსოვრო ღონისძიებების დროს რუსეთისა და სსრკ-ს დროშების, ასევე წმინდა გიორგის ლენტის გამოტანა აკრძალა, -  იუწყება Bild.

5 მაისს ბერლინის პოლიციამ გამოაცხადა, რომ აკრძალულია რუსეთისა და უკრაინის დროშების, სსრკ-ს სიმბოლოების, წმინდა გიორგის ლენტების, სამხედრო ფორმების შემოტანა ტიერგარტენში, ტრეპტოუს პარკსა და შონჰოლცერ ჰაიდეს საბჭოთა მემორიალის ტერიტორიაზე.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წლისთავზე სტუმრებს ასევე აეკრძალათ ომზე სიმღერების შესრულება და განცხადებების გაკეთება, რომლებიც ამართლებდნენ ან განადიდებდნენ უკრაინაში რუსეთის შეჭრას.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, უკრაინულმა არასამთავრობო ორგანიზაცია Vitsche-მ ადმინისტრაციულ სასამართლოში უკრაინის დროშების გამოტანის შესახებ წარმატებით გააპროტესტა.  

8 მაისს ბერლინ-ბრანდენბურგის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები