ადგილობრივ სარესტორნო ბაზარზე ცაზე • Tsaze ორი თვის წინ გამოჩნდა, თუმცა ობიექტის ცნობადობა დღითი დღე იზრდება.
Busness Insider Georgia-თან რესტორნის დირექტორი,ზურაბ ჯიბლაძე, ამბობს, რომ მათი მთავარი კონკურენტული უპირატესობაა ობიექტის ლოკაცია.
„ჩვენი რესტორნიდან მოჩანს ძველი თბილისის პანორამული ხედები, გვაქვს მომსახურების მაღალი ხარისხი, გემრიელი კერძები და ბარი, სადაც სტუმრებს ვთავაზობთ კლასიკურ და საფირმო კოქტეილებს“, - ამბობს ზურა ჯიბლაძე.
როგორც დირექტორი ამბობს, მნიშვნელოვანია, რომ სტუმრებს განსაკუთრებული და სასიამოვნო გარემო შეუქმნან.
„პარასკევს სტუმრებს, ვიოლინოსა და საქსოფონის მუსიკით გაფორმებულ საღამოს ვთავაზობთ. რესტორნის სივრცეში შესაძლებელია სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობაც“, - ამბობს რესტორნის დირექტორი.
ცაზე • Tsaze მომხმარებლებს სთავაზობს ქართულ-ევროპულ, განახლებულ ქართულ სამზარეულოსა და ძირითადად ევროპულ კერძებს.
რესტორანს საქართველოს მოქალაქეების გარდა, უფრო ხშირად უცხოელები, კერძოდ კი, ევროპული ქვეყნებიდან ჩამოსულები სტუმრობენ.
რესტორანი ცაზე • Tsaze 21 HOTEL-ის მეხუთე სართულზეა განთავსებული და ამდროისთვის ობიექტზე დასაქმებულია 15 ადამიანი.
რესტორანს აქვს როგორც შიდა, ასევე გარესივრცეც. შიდა სივრცეში 50-მდე სტუმრის განთავსებაა შესაძლებელი, ხოლო გარე სივრცეში 30-ის.
რესტორანი ქართველი რესტორატორების მიერ დაფუძნდა და ჯამურმა ინვესტიციამ სასტუმროსა და რესტორანში 4$ მილიონი დოლარი შეადგინა.
უახლესი
7 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო