ბათუმის ინდუსტრიულ ზონაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, სპორტული მოედნის რეაბილიტაცია გრძელდება ფრიდონ ხალვაშის ჩიხის #15-ში.
გოგებაშვილის ქ. #2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლების ეზოში დაზიანებული საბავშვო ატრაქციონების შეკეთება-აღდგენა დილიდან მიმდინარეობს. სამუშაოები ასევე განხორციელდა თაბუკაშვილის ქ. #18-ში, ჯავახიშვილის ქ. #78-სა და კობალაძის ქ. #6-ში.
ტროტუარის ფილებისა და ქვაფენილის აღდგენა შესრულდა მ. აბაშიძისა და ზ. გამსახურდიას ქუჩებზე. ინასარიძის ქ. #19-ში მიმდინარეობს სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია. გრძელდება შადრევნების დასუფთავება. ფრიდონ ხალვაშის მეშვიდე შესახვევში მიმდინარეობს სანიაღვრე ქსელის რეცხვა. სანიაღვრე ჭებისა და ცხაურების გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება გორგასლის, ბარათაშვილის, დემეტრე თავდადებულისა და ლერმონტოვის ქუჩებზე. ქუჩების მორწყვა-მორეცხვის სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ტროტუარების, გზაგამყოფების, ეზოებისა და სკვერების მოწესრიგება გრძელდება. გაცელვითი სამუშაოები მაიაკოვსკის, სულაბერიძის, ხიმშიაშვილის, რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩებზე ხორციელდება.
უახლესი