ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა, - ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა ჟოზეფ ბორელის ვიზიტზე საუბრისას განაცხადა. საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა რა თემებზე ექნებათ საუბარი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ევროკომისართან.
„ერთი მხრივ, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა უკვე საქართველოში მას დეტალურად ვესაუბროთ იმ უზარმაზარი დეტალური სამუშაოს შესახებ, რომელიც შეეხება საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო შეხვედრები იქნება უმაღლეს დონეზე. ხოლო მეორე მხრივ, დღეს ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების [გათვალისწინებით], ბატონი ბორელის ვიზიტი გზავნილია, რომ ევროკავშირისთვის ჩვენს რეგიონში მშვიდობა, უსაფრთხოება წარმოადგენს მაღალ პრიორიტეტს.
ეს ვიზიტი ცალსახად მოიტანს ახალ იმპულსს, ერთი მხრივ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში და მეორე მხრივ, ექნება ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა შესაბამის გადაწყვეტილებებზე. უკვე ოქტომბერში ველოდებით ევროკავშირის შესაბამის ანგარიშს, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს დეკემბრამდე, როდესაც ევროპული საბჭომ უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უკვე თბილისშია. ჟოზეფ ბორელი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ დაიწყებს. ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივა და ამ კონტექსტში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ასევე გლობალური უსაფრთხოების საკითხები - ეს არის თემები, რასაც ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში განიხილავენ.
უახლესი
8 საათის წინ
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა გახდეთ SOLO8 საათის წინ
ჯადოსნური საშობაო ბაზრობა შატო მუხრანში