კომპანია ბალანსი • Balance, რომელიც საკუთარ მომხმარებლების დაბალანსებული და სწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებაში ეხმარება, 2 წლის გახდა. როგორც Business Insider Georgia-თან Balance-ს დირექტორმა ნინა პერტენავამ განაცხადა, ამ ხნის განმავლობაში Balance-ს დღის რაციონებზე მოთხოვნა მზარდია, რის გამოც კომპანიამ წარმოების ლოკაცია რამდენჯერმე გამოიცვალა წარმოების გაფართოების მიზნით.
„Balance-ს ჩაშვების პირველივე დღეებიდან ჰქონდა ბევრი შეკვეთა, რის გამოც 2 კვირაში უფრო დიდიფართის ძებნა დავიწყეთ. საიდანაც, ასევე დაახლოებით 1 თვეში გადავედით უკვე 400 კვ/მ ფართში, რადგანაც იმ პატარა ტერიტორიაზე არსებულ შეკვეთების დამზადებას ფიზიკურად ვეღარვუმკლავდებოდით. თუმცა დღეისათვის სტაბილურად გვყავს მომხმარებლების რაოდენობა დაჭერილი და რა რაოდენობის წარმოებაც შეუძლია კომპანიას იმას ვაწარმოებთ. ჩვენ გვაქვს ასევე Balance Express • ბალანს ექსპრესი, რომლის ფილიალიც რამდენიმე თვის უკან გავხსენით. Balance Express-ში ჯანსაღ კვებასთან პარალელურად წარმოდგენილია საკონდიტრო ხაზიც. გარკვეული ნაწარმი (მაგალითად კრუასანები) სწრაფად იყიდება და მისი შევსება დღის განმავლობაში რამდენჯერმე გვიწევს.
Balance-ს დღის რაციონების მიწოდება მომხმარებლებისთვის ხდება საკუთარი Delivery სერვისით, ხოლო Balance Express-ის გამოძახება, რომელიც ჭავჭავაძის #22-ში მდებარეობს, მხოლოდ გლოვოს მეშვეობით ხდება, რომელთანაც კომპანიას ექსკლუზივი თანამშრომლობა გააჩნია.
Balance-ს მენეჯმენტი Balance Express-ის ქსელის გაფართოებას გეგმავს და როგორც ნინა პერტენავა განმარტავს, ახალი ფილიალის გახსნა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მალე მოხდებამათთვის სასურველ ლოკაციაზე შესაბამისი ფართის მოძიება და შემდეგ მისი რემონტი და მოწყობა. Balance Express-ს გახსნა კი საბურთალოზე იგეგმება. ხოლო სამომავლოდ Balance Express-ის გახსნაიგეგმება ქვეყნის სხვა ქალაქსა თუ რეგიონში და ასევე დიდ სავაჭრო ცენტრებში.
„ეს უკვე 2025-2026 წლებს განვითარების გეგმაა. ბათუმში საკმაოდ დიდი მოთხოვნაა Balance-ს დღისრაციონებზე და ძალიან გვთხოვენ, რომ ბათუმშიც გავიხსნათ ფილიალი. უბრალოდ ამას დიდირესურსი სჭირდება, ჩვენთვის მთავარია ხარისხი და ეს ხარისხი უნდა იქნეს ზუსტად დაცული დაშენარჩუნებული.
დღეისათვის კომპანია Balance სხვადასხვა პოზიციაზე 20-მდე ადამიანს ასაქმებს
„თუმცა ჩვენ კიდევ ვეძებთ თანამშრომლებს. სამომავლოდ განვიხილავთ დიდი, საკუთარი საწარმოსგახსნას. საუბარია საწარმოზე, რომელიც დაახლოებით 1000-1500 კვ/მ-ზე იქნება განთავსებული დასადაც უკვე ახალი სახის პროდუქციის წარმოებასაც დავიწყებთ“, - ამბობს კომპანიისხელმძღვანელი.
აღსანიშნავია, რომ Balance-ს დამაარსებლები ახალგაზრდა შეფი ნუცა სურგულაძე დასაფრანგეთიდან Michelin-ის ვარსკვლავიანი შეფი გაბრიელ მაგუბ არიან.
„ჩვენი მიზანია შემოგთავაზოთ განსხვავებული, გემრიელი, ჯანსაღი კერძები და დაგეხმაროთ სწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებაში. დაბალანსებული კვება სასარგებლოა როგორც ჩვენი ფიზიკურიასევე მენტალური ჯანმრთელობისთვის, აუცილებელია საკვები რომელსაც ვიღებთ დღისგანმავლობაში ჯანსაღთან ერთად იყოს ძალიან გემრიელი. ბალასის დღის რაციონში იდეალურადარის გადანაწილებული, ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების რაოდენობა. რაც მთავარია ყოველიდღის რაციონი განსხვავებულია და არ მეორდება არც ერთი კერძი. ჩვენი რაციონები გაძლევთსაშუალებას იკვებოთ ჯანსაღად, გემრიელად შეზღუდვების გარეშე, დაზოგოთ დრო კერძებისმომზადებაზე და პროდუქტის შეძენაზე“, - აღნიშნულია ბალანსის ვებგვერდზე განთავსებულინფორმაციაში.
უახლესი
37 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს56 წუთის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”